დღეიდან თურქეთში ნორმალიზაციის პროცესი დაიწყო

დღეიდან თურქეთში ნორმალიზაციის პროცესი დაიწყო

1667903
დღეიდან თურქეთში ნორმალიზაციის პროცესი დაიწყო

დღეიდან მთელი თურქეთის მასშტაბით, ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები გაუქმდა და ნორმალიზაციის პროცესი დაიწყო.

ნორალიზაციის პროცესთან დაკავშირებით მოიხსნა საქალაქთაშორისო მოგზაურობის შეზღუდვები. ყველა სამუშაო ადგილმა დღეიდან დაიწყო ნორმალური მუშაობა, იმ პირობით, რომ დაცული იქნება ჯანდაცვის სამინისტროს ეპიდემიის მართვისა ფარგლებში მიღებული ყველა ზომა და პრინციპი, ჰიგიენის, დისტანციის და ნიღბების ტარების წესი.  

კაფეებსა და რესტორნებში მომხმარებლების რაოდენობაზე დაწესებული შეზღუდვა როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეში  მოიხსნა.

საქორწილო წვეულებებზე დახურული სივრცისთვის შეზღუდვები აღარ იქნება. ცოცხალი მუსიკით გასართობი ღონისძიებები დაშვებული იქნება 24:00 საათამდე.

საჯარო სამსახურები ჩვეულ სამუშაო რეჟიმს დაუბრუნდნენ.



მსგავსი ინფორმაციები