ხვალ, ჩავუშოღლუ-ლავროვს შორის შეხვედრა გაიმართება

ხვალ, ჩავუშოღლუ-ლავროვს შორის შეხვედრა გაიმართება

1666548
ხვალ, ჩავუშოღლუ-ლავროვს შორის შეხვედრა გაიმართება

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ ხვალ (30 ივნისი) თავის რუს კოლეგა, სერგეი ლავროვს ანტალიაში შეხვდება. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროდან გავრცელევბული ინფორმაციის თანახმად, მევლუთ ჩავუშოღლუ და სერგეი ლავროვი შეხვედრაზე სამხრეთ კავკასიაში, ახლო აღმოსავლეთში, ჩრდილოეთ აფრიკაში, ავღანეთში, უკრაინაში, ცენტრალურ აზიაში, აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში და შავ ზღვაში არსებულ ვითარებებს და ასევე სირიის და ლიბიის საკითხებს განიხილავენ.

ამავე ინფორმაციით, შეხვედრაზე ასევე განხილული იქნება ორ ქვეყანას შორის სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები.

ცნობისათვის, მიმდინარე წლის იანვარ-აპრილის პერიოდში ორმხრივი სავაჭრო მოცულობა, თურქეთ-რუსეთს შორის 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 22,5 პროცენტით გაიზარდა და მიაღწია 9 მილიარდ 100 ათას დოლარს.

რაც შეეხება თურქეთ-რუსეთს შორის პოლიტიკურ დიალოგს, შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წელს თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი ექვსჯერ უკვე გაიმართა.



მსგავსი ინფორმაციები