Turkovac-ის მე-3 ფაზის ცდებში მონაწილეობისათვის მოხალისეთა რიცხვი იზრდება

Turkovac-ის მე-3 ფაზის ცდებში მონაწილეობისათვის მოხალისეთა რიცხვი იზრდება

1663107
Turkovac-ის მე-3 ფაზის ცდებში მონაწილეობისათვის მოხალისეთა რიცხვი იზრდება

ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეტინ ქოჯამ განაცხადა, რომ 846 ათას 451 ადამიანმა შეიტანა განაცხადი ნებაყოფლობით, ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) საწინააღმდეგო ადგილობრივი ვაქცინის სახელწოდებით, Turkovac-ის მე-3 ფაზის ცდებში მონაწილეობისათვის.

ფაჰრეთთაინ ქოჯამ ამის შესახებ სოციალურ ქსელ Twitter-ის ანგარიშიდან გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა.  

„Turkovac-ის მე-3 ფაზის კვლევებში პირველი დოზა მიღებულ იქნა. მიუხედავად იმისა, რომ 40 ათას 800 მოხალისის დახმარება იყო საჭირო, მოკლე დროში 846 ათას 451 განცხადება იქნა მიღებული. ჩვენ სრული რწმენა გვაქვს შედეგის. მალე ჩვენ ვიქნებით იმ რამდენიმე ქვეყანას შორის, ვინც აწარმოებს საკუთარ ვაქცინს და მისი ვაქცინაც გამოიყენება მსოფლიოში,“ აცხადებს ფაჰრეთთინ ქოჯა.

შეგახსენებთ, რომ კაისერის ერჯიესის უნივერსიტეტის მიე შექმნილი, ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) საწინააღმდეგო ვაქცინა სახელწოდებით, Turkovac-ი ცდები უკვე მე-3 ფაზაში გადავიდა.


საკვანძო სიტყვები: #Turkovac , #ვაქცინა , #კოვიდ-19 , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები