ანკარამ ჩკთრ-ს ვაქცინების მორიგი პარტია გაუგზავნა

ამ პარტიაში 50 ათასი დოზა ვაქცინაა

1662501
ანკარამ ჩკთრ-ს ვაქცინების მორიგი პარტია გაუგზავნა

თურქეთმა, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, ჩრდილოეთ კვიპროსის თურქულ რესპუბლიკას, კიდევ 50 ათასი დოზა   ჩინური წარმოების “სინოვაკის“ ვაქცინა გაუგზავნა. ჩკთრ-ის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული წერილობითი განცხადების თანახმად, ვაქცინებით სავსე თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს კუთვნილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების თვითმფრინავი, გუშინ საღამოს ერჯანის აეროპორტში დაეშვა და ვაქცინები ჩკთრ-ის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს გადაეცათ. ამრიგად, თურქეთის მიერ ჩკთრ-ში გაგზავნილი ვაქცინების საერთო რაოდენობამ 290 ათას დოზას მიაღწია



მსგავსი ინფორმაციები