ჩავუშოღლლუ ანტალიაში სხვადასხვა შეხვედრებს განაგრძობს

ჩავუშოღლლუ ანტალიაში სხვადასხვა შეხვედრებს განაგრძობს

1659612
ჩავუშოღლლუ ანტალიაში სხვადასხვა შეხვედრებს განაგრძობს

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღუმ ანტალიაში გასამართ, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თანამშრომლობის პროცესის სამიტის ფარგლებში ამ ქალაქში ჩამოსულ ალბანეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრი ოლტა ხაჩოკას, მონტენეგროს საგარეო საქმეთა მინისტრს ჯორჯე რადულოვიჩს და ბოსნია და ჰერცეგოვინის საგარეო საქმეთა მინისტრს, ბისერა ტურკოვიჩს ცალკ-ცალკე შეხვდა. ჩავუშოღლუმ აღნიშნული შეხვედრების შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელ Twitter-ის ანგარიშიდან გაავრცელა. თურქეთის და მონტენეგროს საგარეო საქმეთა მინისტრებმა შეხვედრის შემდეგ ასევე ხელი მოეწერეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს პროტოკოლის საკითხებზე.

რაც შეეხება ჩავუშოღლუს, ბოსნია და ჰერცეგოვინის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრას, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების და რეგიონალური საკითხები იქნა განხილული.



მსგავსი ინფორმაციები