თურქეთი ორგანული სოფლის მეურნეობის მწარმოებელთა რაოდენობით ევროპაში პირველ ადგილზეა
თურქეთი ორგანული სოფლის მეურნეობის მწარმოებელთა რაოდენობით ევროპაში პირველ ადგილზეა
1655444
თურქეთი ორგანული სოფლის მეურნეობის მწარმოებელთა რაოდენობით მსოფლიოში მე-7, ხოლო ევროპაში პირველ ადგილზეა.
მიუხედავად იმისა, რომ თურქეთმა ორგანული მეურნეობის საქმიანობა 8 პროდუქტით დაიწყო, გასულ წელს ეს რიცხვი 235 პროდუქტამდე გაზარდა და იგი ამ მიმართულებით აკმაყოფილებს ევროპის მიერ იმპორტირებული პროდუქციის 7 პროცენტს.
გარდა ამისა, თურქეთი ევროპის ქვეყნებში 211 ტონა ორგანული პროდუქციის ექსპორტით მე-6 ქვეყანა გახდა.
თურქეთში გასულ წელს, ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) ეპიდემიის უარყოფითი ეფექტის მიუხედავად, 1,6 მილიონი ტონა ორგანული პროდუქტი იქნა წარმოებული.