სიირტში ტერორისტული თავდასხმის შედეგად დაცვის 1 თანამშრომელი დაიღუპა

სიირტში ტერორისტული თავდასხმის შედეგად დაცვის 1 თანამშრომელი დაიღუპა

1655105
სიირტში ტერორისტული თავდასხმის შედეგად დაცვის 1 თანამშრომელი დაიღუპა

სიირტის რაიონ პერვარისში სეპარატისტული ტერორისტული ორგანიზაცია PKK-ს ტერორისტების ბაზის რეგიონზე ავტომატური იარაღით თავდასხმის შედეგად 1 მცველი დაიღუპა და 1 კი დაშავდა.

სიირტის გუბერნატორის მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, PKK- ს ტერორისტები ავტომატური იარაღით თავს დაესხნენ სოფელ დოღანის დეღირმენთაშის ბაზის ტერიტორიას, რომელიც პერვარის რაიონის ჟანდარმერიის სარდლობის პასუხისმგებლობის არეალშია.

თავდასხმის დროს ბაზის უსაფრთხოების დაცვის 1 თანამშრომელი დაიღუპა, ხოლო 1 კი დაიჭრა.

დაჭრილი დაცვის თანამშრომელი სიირტის სასწავლო და სამეცნიერო საავადმყოფოში გადაიყვანეს.

რეგიონში ტერორისტების წინააღმდეგ ოპერაცია გრძელდება.



მსგავსი ინფორმაციები