თურქმა ინჟინრებმა შავ ზღვაში აღმოჩენილი ბუნებრივი აირი გამოსცადეს

თურქმა ინჟინრებმა შავ ზღვაში აღმოჩენილი ბუნებრივი აირი გამოსცადეს

1654405
თურქმა ინჟინრებმა შავ ზღვაში აღმოჩენილი ბუნებრივი აირი გამოსცადეს

თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ფათიჰ დონმეზმა განაცხადა, რომ მათ მიერ შავ ზღვაში „ამასრა-1“-ის ჭაბურღილში აღმოჩენილი ბუნებრივი აირის წვის და ენერგიად გადაიქცევის პროცესი თურქმა ინჟინრებმა წარმატებით გამოსცადეს.

ფათიჰ დონმეზმა სოციალურ ქსელ, Twitter-ის ანგარიშიდან ლაბორატორიულ გარემოში ინჟინრების მიერ პირველად გაზის დაწვის სატესტო სურათები გააზიარა და აღნიშნა: „ჩვენს მიერ შავ ზღვაში „ამასრა-1“-ის ჭაბურღილში აღმოჩენილი ბუნებრივი აირის ენერგიად გადაქცევა თურქი ინჟინრების ხელში  მოხდა. ჩვენს მიერ აღმოჩენილი ბუნებრივი აირით თურქეთის ღამეები უფრო ნათელი, ზამთარი უფრო თბილი და მრეწველობა უფრო განვითარებული გახდება.“

ცნობისათვის, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გასული კვირის ბოლოს განაცხადა, რომ თურქულმა საბურღმა გემმა „ფათიჰმა“ საქარიას საბადოს „ამასრა-1“-ის ჭაბურღილში 135 მილიარდი კუბური მეტრის ბუნებრივი აირის მარაგი აღმოაჩინა. ასე, რომ  მთლიანობაში, შავ ზღვაში თურქეთის მიერ აღმოჩენილი ბუნებრივი აირის მარაგი 540 მილიარდი კუბური მეტრია.



მსგავსი ინფორმაციები