PKK-ს წინააღმდეგ ოპერაციები უწყვეტლივ გრძელდება

PKK-ს წინააღმდეგ ოპერაციები უწყვეტლივ გრძელდება

1653115
PKK-ს წინააღმდეგ ოპერაციები უწყვეტლივ გრძელდება

თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცეებული ინფორმაციის თანახმად, შირნაქის პროვინციაში მიმდინარე ანტიტერორისტული ოპერაცია სახელწოდებით, „ერენ-13“-ის ფარგლებში სეპარატისტული ტერორისტული ორგანიზაცია,  PKK-ს კიდევ ერთი ტერორისტი იქნა ლიკვიდირებული.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ვანის პროვინციის, ბაშკალეს რაიონში მიმდინარე „ერენ-1“ სახელწოდების ოპერაციის ფარგლებში კიდევ  3 PKK-ს ტერორისტი იქნა ლიკვიდირებული, რომელთაგან ერთი ბაშკალეს პასიხისმგებელი გახლდათ.

სამინისტროს განცხადების თანახმად, რეგიონებში ანტიტერორისტული ოპერაციები ამ დროისთვისაც გრძელდება.

მეორეს მხრივ, თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტრო სირიაში, ოპერაცია „ევფრატის ფარის“ და „მშვიდობის წყარო“ რეგიონებში მიმდინარე ანტტერორისტული ოპერაციების შესახებ ავრცელებს განცხადებას, რომელშიც აღნიშნულია, რომ PKK/YPG-ს კიდევ 6 ტერორისტი იქნა ლიკვიდირებული.


საკვანძო სიტყვები: #PKK , #ანტიტერორისტული ოპერაციები

მსგავსი ინფორმაციები