პრეზიდენტმა ერდოღანმა თურქეთის ტელე-რადიო მაუწყებლობის ეთერით აქტუალურ საკითხებზე უსაუბრა

პრეზიდენტმა ერდოღანმა თურქეთის ტელე-რადიო მაუწყებლობის ეთერით აქტუალურ საკითხებზე უსაუბრა

1650098
პრეზიდენტმა ერდოღანმა თურქეთის ტელე-რადიო მაუწყებლობის ეთერით აქტუალურ საკითხებზე უსაუბრა

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თურქეთის ტელე-რადიო მაუწყებლობის ეთერით აქტუალურ საკითხებზე უსაუბრა.

პრეზიდენტმა ბოლო პერიოდში კაიროსთან წარმოებული მოლაპარაკებების საკითხზე აღნიშნა, რომ თურქი და ეგვიპტელი ხალხი ისტორიულად ერთნაირი ბედს იზიარებენ და დაამატა: „ჩვენს სახელმწიფოებს შორის ურთიერთობები ამ საფუძველზე ვითარდება. დაწყებული მოლაპარაკებები გაფართოებულად გრძელდება.“

მისივე თქმით, ეგვიპტესთან ლიბიიდან აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვამდე თანამშრომლობის ფართო შესაძლებლობები არსებობს.

„სავაჭრო სფეროში საქმე წინ უნდა წავწიოთ. ორმხრივ მოგებაზე დაფუძნებული კავშირები უნდა განვავითაროთ. ამ სამუშაოებს ამავე ფორმით ვაგრძელებთ /.../. მე კარგად ვიცნობ ეგვიპტელ ხალხს. ჩვენი კავშირების კულტურული მხარე ძალიან მნიშვნელოვანია.“ - დასძინა თურქეთის პრეზიდენტმა.



მსგავსი ინფორმაციები