ფუათ ოქტაიმა ქვეყნის ეკონომიკის წლის პირველ კვარტალში 7%-იანი ზრდა შეაფასა
ფუათ ოქტაიმა ქვეყნის ეკონომიკის წლის პირველ კვარტალში 7%-იანი ზრდა შეაფასა
1649444
თურქეთის ვიცე-პრეზიდენტმა ფუათ ოქტაიმა ქვეყნის ეკონომიკის წლის პირველ კვარტალში 7%-იანი ზრდა შეაფასა და აღნიშნა, რომ ამ თვალსაზრისით მსოფლიოს 20 ყველაზე განვითარებულ ქვეყანას შორის მეორე ადგილზე არიან.
ფუათ ოქტაიმ საკითხთან დაკავშირებით სოციალური ქსელის მეშვეობით განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია: „ჩვენი ეკონომიკა, რომელიც 2021 წლის პირველ კვარტალში 7%-ით გაიზარდა, მსოფლიოს 20 ყველაზე განვითარებულ ქვეყანას შორის მეორე ადგილზეა. ჩვენ ვთქვით, რომ ეპიდემიას შესაძლებლბად გადავაქცევთ და დადებითად დიფერენცირებული ეკონომიკის მქონე ქვეყანა გავხდებით. თურქეთი ყოველდღე იზრდება და ძლიერდება.“