თურქეთში ალ-აქსას მეჩეთზე თავდასხმები გააპროტესტეს

თურქეთში ალ-აქსას მეჩეთზე ისრაელის თავდასხმები გააპროტესტეს

1637864
თურქეთში ალ-აქსას მეჩეთზე თავდასხმები გააპროტესტეს

ისრაელის თავდასხმები აღმოსავლეთ იერუსალიმში პალესტინელებზე და აღმოსავლეთ იერუსალიმის შეიხ ჯერაჰის უბანში პალესტინელების თავიანთი სახლებიდან იძულებით გამოსახლების საფრთხე, თურქეთში გააპროტესტეს.

ანატოლიის ახალგაზრდული ასოციაციის (AGD) სტამბოლის ფილიალის მიერ სტამბოლში ისრაელის გენერალურ საკონსულოსთან ორგანიზებულ პროტესტო აქციაზე ყურანი წაიკითხეს.

თავის გამოსვლაში ანატოლიის ახალგაზრდული ასოციაციის სტამბოლის ფილიალის თავმჯდომარემ, იუნუს გენჩმა განაცხადა, რომ ალ-აქსა არის მუსლიმთა წითელი ხაზი.

ისრაელის პოლიციის თავდასხმა ალ-აქსას მეჩეთში მყოფ მრევლზე სხვადასხვა აქტივობებით ასევე გააპროტესტეს ელაზიღში, მალათიაში და ქვეყნის სხვა ქალაქებში.


საკვანძო სიტყვები: #თურქეთი , #პალესტინა , #ისრაელი

მსგავსი ინფორმაციები