სირიაში, ოპერაცია „გაზაფხულის ფარის“ ზონაში, ერთი ჯარისკაცი დაიღუპა

სირიაში, ოპერაცია „გაზაფხულის ფარის“ ზონაში, ერთი ჯარისკაცი დაიღუპა, 4 კი დაიჭრა

1637738
სირიაში, ოპერაცია „გაზაფხულის ფარის“ ზონაში, ერთი ჯარისკაცი დაიღუპა

სირიაში, ოპერაცია „გაზაფხულის ფარის“ ზონაში, სარაკეტო თავდასხმის შედეგად ერთი ჯარისკაცი დაიღუპა, 4 კი დაიჭრა.

ეროვნული თავდაცვის სამინისტროს მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, გუშინ ოპერაცია „გაზაფხულის ფარის“ ზონაში სარაკეტო შეტევა განხორციელდა მომარაგების კოლონაზე. თავდასხმის შედეგად ერთი ჯარისკაცი დაიღუპა და 4 კი დაიჭრა. დაშავებული ჯარისკაცები სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის (TBMM) თავმჯდომარემ, მუსტაფა შენთოფმა იდლიბში, ოპერაცია „გაზაფხულის ფარის“ ზონაში დაღუპული ჯარისკაცის გამო Twitter -ით სამძიმრის გზავნილი გააკეთა და მასში ნათქვამია: „ღმერთის წყალობა ჩვენს გმირ ჯარისკაცს, რომელიც ვერაგული თავდასხმის შედეგად დაიღუპა, დაჭრილ ჯარისკაცებს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. სამძიმარს ვუცხადებ ჩვენს ერს.”

ვიცე-პრეზიდენტმა, ფუათ ოქთაიმ ასევე სოციალური ქსელით გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა: „ჩვენს დაღუპულ გმირ ჯარისკაცს ღმერთის წყალობას და დაჭრილ ჯარისკაცებს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. სამძიმარს ვუცხადებ ჩვენს ძვირფას ერს."

კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ფაჰრეთინ ალთუნმა სოციალური ქსელით გავრცელებულ სამძიმრის წერილში აღნიშნა: "ღმერთის წყალობა ჩვენს დაღუპულ გმირ ჯარისკაცს და მალე განკურნებას ვუსურვებ დაჭრილ ჯარისკაცებს. ვუსამძიმრებ ჩვენს ერს. ჩვენი მტკიცე ბრძოლა გაგრძელდება მანამ, სანამ ძირფესვიანად არ გავანადგურებთ ტერორისტულ ორგანიზაციას."


საკვანძო სიტყვები: #ოპერაცია , #სირია

მსგავსი ინფორმაციები