აქტუალური თემის ანალიზი 71

თურქეთ-ევიპტის ურთიერთობების ნორმალიზება

1634556
აქტუალური თემის ანალიზი 71

             

           

ამ ბოლო პერიოდში, ახლო აღმოსავლეთის მრავალმა სახელმწიფომ, ნორმალური ურთიერთობების არღდგენა განიზრახა რეგიონის იმ ქვეყნებთან, რომლებთანაც პრობლემები აქვს, ანდა, ერთმანეთის ძლიერ კონკურენტებს წარმოადგენენ და ამ მხრივ დაიწყეს ფარული თუ პირდაპირი მოლაპარაკებები ერთმანეთთან, ხოლო ზოგიერთები კი შუამავლებსაც იყენებენ დიალოგის დასაწყებად. ახლა, ამ თემაზე გთავაზობთ SETA/სეტას უსაფრთხოების კვლევითი ცენტრის დირექტორის, პროფესორ მურატ იეშილტაშის მოკლე ანალიტიკურ სტატიას, რომელშიც იგი წერს...

ეს პროცესი პირველად, ტრამპის ეპოქაში, ისრაელსა და ზოგიერთ არაბულ  ქვეყანას შორის დაიწყო. ჯო ბაიდენის ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ცხადი გახდა და გაირკვა, რომ ნორმალიზების სურვილმა ერთდროულად გაიღვიძა შუა აღმოსავლეთის მრავალ ქვეყანაში. ბოლო კვირეების განმავლობაში საუდის არაბეთსა და ირანს შორის ერთმანეთის მისამართით გავრცელებულმა თბილმა განცხადებებმა იმედი გააჩინა, რომ შესაძლოა  შერბილება მოხდეს რეგიონის ამ ორ მთავარ მეტოქეს შორისაც.

თურქეთიც ამ პერიოდში, დღის წესრიგის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქვეყანა გახდა, რადგან, თურქეთ-ისრაელის, თურქეთ-ეგვიპტისა და თურქეთ-საუდის არაბეთის შესაძლო დაახლოება, სავარაუდოდ, ახლო აღმოსავლეთში ახალი ეპოქის დაწყებას გამოიწვევს. მართლაც და, ამ ცოტა ხნის წინ, თურქეთსა და ეგვიპტეს შორის ნორმალიზაციის ძიებაში ახალი ნაბიჯები გადაიდგა. ჯერ ორი ქვეყნის დაზვერვის ხელმძღვანელების და შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ, თურქეთის სამთავრობო დელეგაცია კაიროს გაემგზავრა და ამით, რამდენიმე წლის განმავლობაში არსებულმა გაყინულმა ურთიერთობებმა, შეიძლება ითქვას, რომ გალღობა დაიწყო.

თურქეთის ახლიდან ნორმალიზაცია ეგვიპტესთან, სხვა რეგიონულ ქმედებებსაც გამოიწვევს. ამის პარალელურად კი, აშშ-ის მიერ საუდის არაბეთის იემენის საკითხში მარტო მიტოვებამ და ირანთან ბირთვულ შეთანხმების მოლაპარაკებების ახლიდან დაწყებამ, ახლო აღმოსავლეთის ძალაუფლების განტოლებაში ახალი დინამიური ქმედებები გამოიწვია. მსოფლიო მას-მედიაშიც აისახა, რომ თეთრი სახლის წარმომადგენელი შუა აღმოსავლეთის საკითხებში მაკგურკი რეგიონის ქვეყნებს, საუდის არაბეთს, არაბთა გაერთიანებულ საემიროებს, ეგვიპტესა და იორდანიას იმიტომ ეწვია, რომ ისინი დაერწმუნებინა და ამასთან გაეთავისუფლებინა ირანთან ბირთვული შეთანხმების ახლიდან დაწყების გამო, მათში  წარმოქმნილი შეშფოთებისგან, რადგან, აშშ-ის პირველი პრიორიტეტი ახლო აღმოსავლეთში არის ირანის ბირთვული პროგრამის კონტროლზე აყვანა და თეირანის მოლაპარაკებების მაგიდაზე დაბრუნება. თუმცა, ისეთი გლობალური მოთამაშეების დაინტერესება ახლო აღმოსავლეთის მიმართ, როგორებიც არიან რუსეთი და ჩინეთი, აშშ-ს ახალ-ახალ გამოწვევებს უქმნის. აი ასეთ გარემოში კი, ყველა რეგიონალური მოთამაშე ცდილობს  ერთმანეთთან არსებული პრობლემების მოგვარებას და სწორედ ამ განტოლების ნაწილად უნდა განვიხილოთ და მივიჩნიოთ თურქეთ-ეგვიპტის დაახლოების მცდელობები

აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვის იურისდიქციისა და ლიბიის საქმის გაზიარება, წინა პლანზე გამოდის როგორც ანკარა-კაიროს დაახლოების ერთ-ერთი ყველაზე რაციონალური მიზეზი. მას შემდეგ, რაც ლიბიაში პოლიტიკური გარდატეხა დაიწყო, ეს ქვეყანა  შეიძლება ეგვიპტისა და თურქეთისთვის ერთობლივ სამოქმედო ასპაზედაც კი გადაიქცეს, რამეთუ ორივე ქვეყანამ კარგად იცის ლიბიაზე ერთობლივი მოქმედების სტრატეგიული მნიშვნელობა. ბოლოსდა ბოლოს, ორივე ქვეყნისათვის ისიც გასაგები გახდა, რომ აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვის რეგიონში ენერგორესურსებთან დაკავშირებული კონკურენცია, ორივე ქვეყნისთვის უსარგებლო იყო. ეგვიპტემ, რომელმაც საბერძნეთთან ხელშეკრულება გააფორმა, ასევე კარგად იცის, რომ ეს შეთანხმება სრულად არ შეესაბამება თავისი ქვეყნის პრიორიტეტებს. ამ მიზეზით, თურქეთთან თანამშრომლობა ენერგეტიკის საკითხებზე აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში, მისთვის უფრო მეტ მოგებას ნიშნავს. სწორედ ეს ორი საკითხი, თურქეთ-ეგვიპტის ნორმალიზაციის პროცესის ყველაზე პოზიტიურ დღის წესრიგს შეადგენს.

რა შეეხება ორ ქვეყანას შორის არსებულ ე.წ. “მუსლიმანი ძმების“ საკითხს, რომელიც ანკარა-კაიროს შორის ერთ-ერთ მთავარ მოუგვარებელ პრობლემას წარმოადგენს, ჯერ-ჯერობით რაფაზეა შემოდებული და მისი განხილვა გაურკვეველი დროით გადადებულია. ამის პარალელურად კი, მასზე უფრო მნიშვნელოვანი რეგიონალური გეოპოლიტიკური საკითხების განხილვა, ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის დაახლოებას და ნდობის აღდგენას. ეგვიპტე-თურქეთის ნორმალიზაციას აქვს ასევე რეგიონში დაძაბულობის განმუხტვის შესაძლებლობაც, განსაკუთრებით ლიბიის საკითხთან დაკავშირებით და თუ ეს საკითხი კარგად შეფასდება, არსებობს შესაძლებლობა, რომ რეგიონში დაგროვილი სტრესი და დაძაბულობა შემცირდეს და განიმუხტოს, წერს SETA/სეტას უსაფრთხოების კვლევითი ცენტრის დირექტორი, პროფესორ მურატ იეშილტაში



მსგავსი ინფორმაციები