თურქეთში კორონავირ უსით გარდაცვლილთა რიხვი 42 ათას გასცდა
ბოლო 24 საათში კოვიდ-19-ის 253 382 ტესტი ჩატარდა
1635525
თურქეთში ახალი ტიპის კორონავირუსით (კოვიდ-19) გარდაცვლილთა რიცხვი 42 187-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ, ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთთინ ქოჯამ სოციალურ ქსელ, Twitter-ით გაავრცელა.
„ბოლო 24 საათში 253 382 ტესტის პასუხი მივიღეთ. დადასტურდა ახალი 2401 შემთხვევა. რაც შეეხება დღიურს, 22 388 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ყველა მცდელობის მიუხედავად კიდევ 304 პაციენტი დაიღუპა. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი 4 977 982-მდე გაიზარდა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე 4 626 799 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. რაც შეეხება ბოლო 24 საათს, 37 298 პაციენტი გამოჯანმრთელდა“, ნათქვამია ჯანდაცვის მინისტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.