თურქეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიხვი 41 ათას გასცდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში   კოვიდ-19-ით 347 ადამიანი გარდაიცვალა

1633205
თურქეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიხვი 41 ათას გასცდა

თურქეთში ახალი ტიპის კორონავირუსით (კოვიდ-19) გარდაცვლილთა რიცხვი 41 191-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ,  ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთთინ ქოჯამ სოციალურ ქსელ,  Twitter-ით გაავრცელა.

„ბოლო 24 საათში 243 648 ტესტის პასუხი მივიღეთ. დადასტურდა ახალი 2501 შემთხვევა. რაც შეეხება დღიურს, 24 733 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.  ყველა მცდელობის მიუხედავად კიდევ 347 პაციენტი დაიღუპა. ბოლო მონაცემებით,  ქვეყანაში კოვიდ-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი 4 900 121-მდე გაიზარდა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე 4 515 819 პაციენტი კი  გამოჯანმრთელდა. რაც შეეხება ბოლო 24 საათს, 35 438 პაციენტი გამოჯანმრთელდა“,  ნათქვამია  ჯანდაცვის მინისტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


საკვანძო სიტყვები: #კორონავირუსი , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები