ჰულუსი აქარის განცხადებები შეიარაღებულ ძალებთან მიმართებაში

ჰულუსი აქარის განცხადებები შეიარაღებულ ძალებთან მიმართებაში

1631325
ჰულუსი აქარის განცხადებები შეიარაღებულ ძალებთან მიმართებაში

ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აქარმა თქვა, რომ თურქეთის შეიარაღებულ ძალებს, მსოფლიოს მასშტაბით აქვს მაღალი ტექნოლოგიით უზრუნველყოფილი უპირატესობები, რომლებიც მათ ოპერაციებშიც ნათლად აისახება.

ჰულისი აქარმა გუშინ ანკარაში, მექანიკური და ქიმიური მრეწველობის კორპორაციის, ერთ-ერთი საწარმოს გახსნის ცერემონიალში მიიღო მონაწილეობა და აქ სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა, რომ თურქეთის შეიარაღებული ძალები სირიის ჩრდილოეთსა და ერაყში, კვიპროსში, აზერბაიჯანში, ლიბიაში, აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვაში და სხვა მრავალ რეგიონში თურქეთის მეგობარი და მოძმე ერების უფლებების დასაცავად, პრეზიდენ რეჯეფ თაიფ ერდოღანის დირექტივების შესაბამისად, დიდი თავგანწირვით და გმირობით მრავალ ოპერაციებში იღებენ მონაწილეობას.

მისივე თქმით, ეს ყველაფერი შეიარაღებული ძალების სერიოზული აღჭურვილობის და მაღალი დონის წვრთნების საფუძველზე ხდება.


საკვანძო სიტყვები: #ჰულუსი აქარი

მსგავსი ინფორმაციები