აქტუალური თემის ანალიზი 70

“კლანჭი ელვა“ და “მეხის“ სახელწოდების სამხედრო ოპერაციები

1631344
აქტუალური თემის ანალიზი 70

                           

               

განსაკუთრებით ეს ბოლო რამდენიმე წელიწადი, თურქეთის შეიარაღებული ძალები  სამაგალითო ბრძოლას აწარმოებს ტერ ორგანიზაცია პკკ-ას წინააღმდეგ როგორც ქვეყნის ფარგლებში, ასევე მის ფარგლებს გარედაც, კონკრეტულად კი ერაყისა და სირიის ჩრდილოეთ რეგიონებში, სადაც სეპარატისტები კარგა ხანია რაც ბუდობენ და იქიდან თავდასხმებს აწყობენ როგორც თურქ სამხედროებზე, ასევე სამოქალაქოებზეც. უნდა აღნიშნოს, რომ ანტიტერორისტული ოპერაციები განსაკუთრებული დიდი ბრძოლისუნარიანობით გამოირჩევა. ამ დღეებში თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ჩრდილოეთ ერაყში დაბუდებული ტერორისტების წინააღმდეგ მორიგი ოპერაცია დაიწყეს სახელწოდებით “კლანჭი-ელვა“ და “მეხი“ და ამ საგაზფხულო ოპერაციისათვის ამინდების დათბობას ელოდებოდნენ. მოკლედ, ერაყის ჩრდილოეთ მაღალმთიანეთში მსხვილმასშტაბიანი ოპერაციები დაიწყო და ამ საკითხთან დაკავშირებით გთავაზობთ SETA/სეტას საგარეო პოლიტიკის კვლევის ცენტრის ანალიტიკოსის ჯან აჯუნის მოკლე სტატიას, რომელშიც იგი წერს...

თურქეთის არმია მტკიცე და კატეგორიულ ბრძოლას პკკ-ას ტერორისტების წინააღმდეგ ჩრდილოეთ ერაყშიც და სირიაშიც აგრძელებს. ამ ორივე ქვეყანაში თურქული არმია სეპარატისტებზე სრულმასშტაბიან ზეწოლას ახორციელებს, რაც ემყარება ბრძოლის აგრესიულ მენეჯმენტს. ტერორისტული ორგანიზაციის წინააღმდეგ მიმართულმა ამ სტრატეგიამ, სერიოზული შედეგები გამოიღო ბოლო წლების განმავლობაში. ეს სტრატეგია უფრო ადრე თურქმა სამხედროებმა სამხრეთ-არმოსავლეთ ანატოლიაში წარმატებით გამოიყენეს და ორგანიზაციის მოქმედების შესაძლებლობები თურქეთში მინიმუმამდე დაიყვანეს რა, თვით ტერორისტთა რაოდენობა კი, რამდენიმე ათასიდან 300-მდე დაიყვანეს, ე.ი. რომ იტყვიან ხერხემალი მოსტეხეს პკკ-ას თურქეთში და ახლა ამავე სტრატეგიით ებრძვიან მას ერაყის ჩრდილოეთშიც

ანკარის ძირითადი სტრატეგია თურქეთ-სირია-ერაყის საზღვრებზე ძირითადად ემყარება ტერორისტული ორგანიზაციის რეგრესს თურქეთის სასაზღვრო ზოლიდან, ტერორისტების მხრიდან ტერიტორიული კონტროლისათვის ბოლოს მოღებას და მათი ერაყ-სირიის სასაზღვრო ხაზიდან მთლიანად იზოლირებას. სწორედ ამ კონტექსტში დაიწყო თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა ერაყის ჩრდილოეთში მდებარე  მეთინას და ავაშინ-ბასიანის რეგიონებში ახალი სამხედრო ოპერაცია სახელწოდებით “კლანჭი-ელვა“ და “მეხი“, რომელთა კონტექსტშიც ანკარა ცდილობს მთლიანად გაწმინდოს ხსენებული მაღალმთიანი რეგიონები აქ ათწლეულების განმავლობაში დაბუდებული PKK-ს ტერორისტებისგან. ამ მიზნით ხსენებული ოპერაციების ფარგლებში საჰაერო და სახმელეთო ჯარების მოქმედებები ერთდროულად და სრულ თანხმობაში მიმდინარეობს, ხოლო სპეცრაზმელების და კომანდოსების ქვედანაყოფები კი რეგიონის სტრატეგიულ მაღლობებზე გადასხეს რა, ისინი ნაბიჯ-ნაბიჯ წმენდავენ ტერორისტების კომტროლ ქვეშ მყოფ ადგილებს. როგორც კი ამ რეგიონების გაწმენდა დასრულდება და მთლიანად იქნებიან ისინი კონტროლზე აყვანილნი, თურქული არმია აქ თავის პატარა სამხედრო ბაზებს შექმნის და ტერორისტებს ახლიდან დაბუდების შესაძლებლობებს აღარ მისცემს

ამ გზით და სტრატეგიით, ჯერ ერთი უზრუნველყოფილი იქნება თურქეთის სასაზღვრო ხაზის უსაფრთხოება, ხოლო ამის პარალელურად განადგურდება რეგიონში მდებარე ტერ ორგანიზაციის კუთვნილი არსენალები, სასწავლო ცენტრები და სამეთაურო შტაბები. ამ დრომდე PKK-ს ელემენტებმა რეგიონში ვერ შეძლეს სერიოზული წინააღმდეგობის გაწევა. ამიტომაც ტერ ორგანიზაციის თავდაცვის ხაზები შეიშლება უკვე ითქვას, რომ მთლიანად განადგურდა და ამასთან ერთად ლიკვიდირებულ იქნა პკკ-ას კიდევ 60-მდე წევრი

თურქული ძალების ამ რეგიონებში გამაგრება-დამკვიდრების შემდეგ, სავარაუდოდ მორიგი სამხედრო ოპერაცია სამხრეთით მდებარე გარას რეგიონში დაიწყება, საიდანაც უკვე პკკ-ას სამეთაურო ცენტრ კანდილის მთებში გაგრძელდება და ეს ოპერაციები მიმდინარე წლის მეორე ნახევარში ჩატარდება. თურქი სამხედროები სინჯარის რეგიონზეც გაამახვილებენ ყურადღებას, სადაც კომპაქტურად ცხოვრობენ თურქმანები, მაგრამ, ეს რეგიონიც ჯერ ჯერობით პკკ-ას კონტროლ ქვეშაა და თუ ეს ტერ ორგანიზაცია ბაღდადსა და ერბილს შორის მიღწეული შეთანხმების კონტექსტში ამ რეგიონს არ დატოვებს, მაშინ, თურქი არმიის ოპერაცია გარდაუვალი გახდება სინჯარშიც, წერს SETA/სეტას საგარეო პოლიტიკის კვლევის ცენტრის ანალიტიკოსი ჯან აჯუნი



მსგავსი ინფორმაციები