ომერ ჩელიქმა ჯო ბაიდენის შეფასება მკაცრად გააკრიტიკა

ომერ ჩელიქმა ჯო ბაიდენის შეფასება მკაცრად გააკრიტიკა

1629654
ომერ ჩელიქმა ჯო ბაიდენის შეფასება მკაცრად გააკრიტიკა

თურქეთის, მმართველი სამართლიანობის და განვითარების პარტიის (AKP) პრესსპიკერმა ომერ ჩელიქმა პრეზიდენტ, რეჯეფ თაიფ ერდოღანის თანათავჯდომარეობით გამართული, პარტიის პოლიტსაბჭოს სხომის შემდეგ  პრესკონფერენციის დროს, აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მხრიდან 1915 წლის მოვლენების „გენოციდად“ შეფასება მკაცრად გააკრიტიკა და აღნიშნა:

 „ჩვენ არასოდეს ვეთანხმებით სიტყვა ‘გენოციდის’ გამოყენებას ჩვენი ერის, ჩვენი სახელმწიფოს და ჩვენი ისტორიისთვის. ვინც მას იყენებს, მკაცრად ვგმობთ. ეს არის ჩვენი მიდგომა, რომელიც ყოველთვის გვექნება. ეს არის მიდგომა, რომელიც არის უპასუხისმგებლო, არ აქვს სამართლებრივი და არც ისტორიული საფუძველი. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ პოლიტიკა და დიპლომატია არ წარმოადგენს ისტორიული იურისდიქციის სფეროს. თურქეთი ამ საკითხის მიმართ ძალიან მგრძნობიარეა და  რომ იგი 1950 წლიდან არის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენციის მხარე, გენოციდის დანაშაულის აღკვეთისა და დასჯის შესახებ. რაც შეეხება 1915 წლის მოვლენების გენოციდად აღიარებას, ამას არანაირი ისტორიული და სამართლებრივი დასაყრდენი არ გააჩნია.“  


საკვანძო სიტყვები: #ჯო ბაიდენი , #ომერ ჩელიქი

მსგავსი ინფორმაციები