თურქეთმა, სარკინიგზო ავარიაში დაღუპულების გამო ეგვიპტეს სამძიმარი გამოუცხადა
თურქეთმა, სარკინიგზო ავარიაში დაღუპულების გამო ეგვიპტეს სამძიმარი გამოუცხადა
თურქეთმა, სარკინიგზო ავარიაში დაღუპულების გამო ეგვიპტეს სამძიმარი გამოუცხადა.
საგარეო საქმეთა სამინისტროში გაკეთებულ წერილობით განცხადებაში ნათქვამია, რომ მწუხარებით შეიტყვეს ეგვიპტის პროვინცია კალიუბეიეში, ტუჰის რაიონში გუშინ მომხდარი სარკინიგზო ავარიის შედეგად 11 ადამინის დაღუპვის და მრავალი ადამიანის დაშევების შესახებ ინფორმაცია.
„სარკინიგზო ავარიის შედეგად დაღუპულების გამო მეგობარ და მოძმე ეგვიპტის ხალხს, დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს სამძიმარს ვუცხადებთ, დაშავებულებს კი მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ.“- ნათქვამია თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ეგვიპტის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადების მიხედვით, ქალაქ თუჰში მატარებლმა, რომელიც ასრულებდა რეისს კაირო-მანსურა, ავარია განიცადა, რის შედეგადაც 11 ადამიანი დაიღუპა, 98 კი დაშავდა.