თურქეთში ბოლო 24 საათში კოვიდ-19-ის 63 082 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
56 510 ადამიანი გამოჯანმრთელდა
თურქეთში ახალი ტიპის კორონავირუსით (კოვიდ-19) გარდაცვლილთა რიცხვი 35 320-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ, ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთთინ ქოჯამ სოციალურ ქსელ, Twitter-ით გაავრცელა.
„ბოლო 24 საათში 320 078 ტესტის პასუხი მივიღეთ. დადასტურდა ახალი 2915 შემთხვევა. რაც შეეხება დღიურს, 63 082 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ყველა მცდელობის მიუხედავად კიდევ 289 პაციენტი დაიღუპა. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი 4 150 039-მდე გაიზარდა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე 3 591 550 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. რაც შეეხება ბოლო 24 საათს, 56 510 პაციენტი გამოჯანმრთელდა“, ნათქვამია ჯანდაცვის მინისტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მსგავსი ინფორმაციები
თურქეთმა შეწყვიტა ინტენსიური კომერციული ურთიერთობა ისრაელთან
თურქეთმა შეწყვიტა ინტენსიური კომერციული ურთიერთობა ისრაელთან