თურქეთში კორონავირუსთან მიმართებაში ახალი შეზღუდვები დაწესდა

ბოლო 24 საათში კოვიდ-19-ის 59 187 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

1620595
თურქეთში კორონავირუსთან მიმართებაში ახალი შეზღუდვები დაწესდა

თურქეთში ახალი ტიპის კორონავირუსით (კოვიდ-19) გარდაცვლილთა რიცხვი 34 455-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ,  ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთთინ ქოჯამ სოციალურ ქსელ,  Twitter-ით გაავრცელა.

„ბოლო 24 საათში 306 563 ტესტის პასუხი მივიღეთ. დადასტურდა ახალი 2723 შემთხვევა. რაც შეეხება დღიურს, 59 187 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.  ყველა მცდელობის მიუხედავად კიდევ 273 პაციენტი დაიღუპა. ბოლო მონაცემებით,  ქვეყანაში კოვიდ-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი 3 962 760-მდე გაიზარდა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე 3 424 733 პაციენტი კი  გამოჯანმრთელდა. რაც შეეხება ბოლო 24 საათს, 52 104 პაციენტი გამოჯანმრთელდა“,  ნათქვამია  ჯანდაცვის მინისტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მეორეს მხრივ, გუშინ მინისტრთა საბჭოს სხდომის შემდეგ, პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სატელევიზიო მიმართვის დროს, ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) წინააღმდეგ ახალი ზომები გამოაცხადა: „15-დღიან „ნაწილობრივ დახურვაზე“ გადავდივართ, რომლის  ფარგლებშიც; კომენდანტის საათი დაწესდება სამუშაო დღეებში 19.00-დან 05.00 საათამდე (ადგილობრივი დროით), რაც შეეხება უქმე დღეებს, (შაბათ-კვირა) მთლიანად იქნება ჩაკეტილი. ამ საათებს შორის აიკრძალება საქალაქთაშორისო მგზავრობა, გარდა სავალდებულო შემთხვევებისა, ასევე საჯარო და კერძო სექტორში შემოღებულ იქნება მოქნილი სამუშაო საათები. რაც შეეხება განათლების სისტემას, დისტანციური მეთოდით გაგრძელდება. რესტორნები და ა.შ. მხოლოდ შეკვეთებით  უზრუნველყოფენ მომსახურებას, ხოლო კოლექტიური საქმიანობა ერთი თვით მთლიანად იქნა გაუქმებული.“



მსგავსი ინფორმაციები