თურქეთში ბოლო 24 საათში კოვიდ-19-ის 302 108 ტესტი ჩატარდა

გამოვლინდა 54 740 ახალი შემთხვევა

1616902
თურქეთში ბოლო 24 საათში კოვიდ-19-ის 302 108 ტესტი ჩატარდა

თურქეთში ახალი ტიპის კორონავირუსით (კოვიდ-19) გარდაცვლილთა რიცხვი 32 943-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ,  ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთთინ ქოჯამ სოციალურ ქსელ,  Twitter-ით გაავრცელა.

„ბოლო 24 საათში 302 108 ტესტის პასუხი მივიღეთ. დადასტურდა ახალი 2203  შემთხვევა. რაც შეეხება დღიურს, 54 740 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.  ყველა მცდელობის მიუხედავად კიდევ 276 პაციენტი დაიღუპა. ბოლო მონაცემებით,  ქვეყანაში კოვიდ-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი 3 633 925-მდე გაიზარდა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე 3 194 978 პაციენტი კი  გამოჯანმრთელდა. რაც შეეხება ბოლო 24 საათს, 35 503 პაციენტი გამოჯანმრთელდა“,  ნათქვამია  ჯანდაცვის მინისტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


საკვანძო სიტყვები: #კორონავირუსი , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები