პრეზიდენტი სიტყვით გამოვიდა AKP-ს საპარლამენტო ჯგუფის შეხვედრაზე

პრეზიდენტი სიტყვით გამოვიდა AKP-ს საპარლამენტო ჯგუფის შეხვედრაზე

1616591
პრეზიდენტი სიტყვით გამოვიდა AKP-ს საპარლამენტო ჯგუფის შეხვედრაზე

პრეზიდენტი რ. თ. ერდოღანი სიტყვით გამოვიდა სამართლიანობისა და განვითარების პარტიის (AKP) საპარლამეტნო ჯგუფის შეხვედრაზე და განაცხადა: „ეპიდემიასთან ბრძოლას ვუყურებთ როგორც ზეპარტიულ ეროვნულ საკითხს, რომელიც 84 მილიონი ადამინის ჯანმრთელობას ეხება.“

მან დასძინა, რომ თურქეთის გაძლიერებისთვის ბრძოლა გრძელდება და დაამატა: „ერთის მხრივ ჩვენი საზღვრების შიგნით და მის გარეთ ტეროგანიზაციებიდან მეამბოხეებამდე ფართო ფრონტზე  და მეორეს მხრივ ჩვენი ქვეყნის გაძლიერებისთვის ვიბრძვით.“

სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ თურქეთის ყველაზე დიდი და ყველაზე სტრატეგიული ინფრასტრუქტურული პროექტის „სტამბოლის არხის“ მოსამზადებული სამუშაოები დიდწილად დასრულდა.“

„პროექტის გარემოს გავლენის შეფასების ანგარიში, 56 ორგანიზაცია- დაწესებულების, 200-ზე მეტი მეცნიერის, მედიის და მოქალაქის მონაწილეობით დასრულდა. გაზაფხულზე, ღმერმა ჰქნას, რომ საძირკველი ჩავუყაროთ მშენებლობას.“ - განაცხადა ერდოღანმა.


საკვანძო სიტყვები: #ერდოღანი , #პრეზიდენტი

მსგავსი ინფორმაციები