ეროვნული უსაფრთხოების საბჭო დღეს შეიკრიბება

ეროვნული უსაფრთხოების საბჭო პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის თავმჯდომარეობით დღეს შეიკრიბება

1611049
ეროვნული უსაფრთხოების საბჭო დღეს შეიკრიბება

ეროვნული უსაფრთხოების საბჭო პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის თავმჯდომარეობით დღეს შეიკრიბება.

მიმდინარე წლის მეორე შეხვედრაზე ეგეოსის, აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში და კვიპროსში მიმდინარე მოვლენები, თურქეთის არმიის აზერბაიჯანში, ლიბიასა და სირიაში საქმიანობა და ტერორიზმთან ბრძოლის თაოსნობით სტრატეგიული საკითხები განიხილება.

შეხვედრაზე, სადაც ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგისთვის 30 იანვარს გახსნილი თურქეთ-რუსეთის ერთობლივი ცენტრის სამმართველოს საქმიანობაც დღის წესრიგის ერთ-ერთი თემა იქნება, სავარაუდოდ, სირიაში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები და ლიბიაში არსებული ვითარებაც შეფასდება.

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოზე ასევე განიხილავენ თურქეთსა და საბერძნეთს შორის ეგეოსისა და აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად განახლებულ „საძიებო მოლაპარაკებებს“, თურქეთისა და ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში საერთაშორისო სამართლით მინიჭებული უფლებების დაცვის სამუშაებს.

შეხვედრაზე მოსალოდნელია, რომ განსახილველ საკითხებს შორის იქნება PKK/KCK-PYD/YPG-ს, ფეტულაჰის ტერორისტული ორგანიზაციის (FETÖ) და დეაშ-ის თაოსნობით ყველა ტერორგანიზაციის წინააღმდეგ წარმოებული ოპერაციები და სხვა რეგიონალური და ეროვნული უსაფრთხოების საკითხები.



მსგავსი ინფორმაციები