ჰოლივუდის მსახიობმა ანტალია დატოვა

ჯეისონ სტეტჰემი აქ ფილმის გადაღებებზე იმყოფებოდა

1599942
ჰოლივუდის მსახიობმა ანტალია დატოვა

ჰოლივუდის ცნობილმა მსახიობმა ჯეისონ სტეტჰემმა  ანტალია დატოვა, სადაც იგი ფილმის გადასაღებად იყო ჩამოსული. "Five Eyes/ხუთი თვალის" სახელწოდების ფილმის რეჟისორია ასევე მსოფლიოში განთქმული გაი რიჩი, ხოლო მთავარ როლს ასრულებს ბრიტანელი მსახიობი ჯეისონ სტეტჰემი და მისი გადაღებები 21 იანვარს ანტალიის ექსპო-ს არეალში, 1,8 მილიარდ ლირად აშენებულ გიგანტურ ფილმის პლატოზე დაიწყო, ხოლო შემდეგ გაგრძელდა ჯერ ანტალიის ისტორიულ უბან კალეიჩიში, შემდეგ კი ჯუმჰურიეთის მოედანზე. ჯეისონ სტეტჰემი, რომელიც ქალაქში დაახლოებით 2 თვის განმავლობაში იმყოფებოდა, მისი სცენების დასრულების შემდეგ, გუშინ დატოვა სასტუმრო. ანტალიის დატოვებამდე მან ჟურნალისტებს განუცხადა: ”თურქეთი მშვენიერი ქვეყანაა და ქალაქ ანტალიის კულტურამ, ჩემზე დიდი ზეგავლენა მოახდინა. მე არასოდეს დამავიწყდება თურქული სტუმართმოყვარეობა. რაც შეიძლება მალე ჩამოვალ ანტალიაში ოჯახთან ერთად. გარდა ამისა, ჩემს მეგობრებს და კოლეგებს ჰოლივუდში ვეტყვი, რომ ფილმები გადაიღონ ანტალიაში და საერთოდ თურქეთში. მოკლედ, თურქეთმა და თურქმა ხალხმა ჩემზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინეს.”



მსგავსი ინფორმაციები