ბითლისში სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა

ბითლისში სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა

1595270
ბითლისში სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა

გუშინ, ბითლისში სამხედრო ვერტმფრენის ჩამოვარდა. დაიღუპა 11 ჯარისკაცი, დაშავდა 2. აღნიშნულსი შესახებ ინფორმაციას თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათი განცხადებით, სახმელეთო ძალების სარდლობის კუთვნილი Cougar-ის ტიპის ვერტმფრენი, რომელიც ბინგოლიდან თათვანის მიმართულებიდ მიფრინავდა, ადგილობრივი დროით 14.25 საათზე კონტაქტი გაწყდა. მომომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად 11 ჯარისკაცი დაიღუპა, 2 კი დაშავდა. სამინისტრო თავის განცხადებაში იმასაც აღნიშნავს, რომ დაშავებულები საავადმყოფოებში უკვე გადაიყვანეს და მომხდართან დაკავშირებით კვლევები გრძელდება.

მეორეს მხრივ, ეროვნული თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აქარი, გენერალური შტაბის უფროსთან იაშარ გიულერთან და სახმელეთო ძალების სარდალთან, უმით დუნდართან ერთად ვერტმფრენის ჩამოვარდნის ადგილზე ჩავიდა. ჰულუსი აქარმა აქ გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა: „წინასწარი ინფორმაციით და თვითმხილველების მონათხრობით, ვერტმფრენის ჩამოვარდნა ამინდის მოულოდნელად ცვალებადი პირობების გამო მოხდა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დღეს დაიწყება და ამ უბედური შემთხვევის დეტალები მალე გამოვლინდება. უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპული ჩვენი შეიარაღებული ძალების მებრძოლების სულებისთვის ღმერთს შევთხოვთ, შეიწყალოს მათი სულები და ნათელში დაამკვიდროს. ასევე თანადგომას და სამძიმარს ვუცხადებთ დაღუპულების ოჯახებს. დაშავებულებს კი მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ“.  



მსგავსი ინფორმაციები