თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კოვიდ-19-ით დაინფიცირებული 7892 ადამიანი გამოჯანმრთელდა
68 ადამიანი გარდაიცვალა

თურქეთში ახალი ტიპის კორონავირუსით (კოვიდ-19) გარდაცვლილთა რიცხვი 28 706-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ, ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთთინ ქოჯამ სოციალურ ქსელ, Twitter-ით გაავრცელა.
„ბოლო 24 საათში 135 291 ტესტის პასუხი მივიღეთ. დადასტურდა ახალი 668 შემთხვევა. რაც შეეხება დღიურს, 11 837 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ყველა მცდელობის მიუხედავად კიდევ 68 პაციენტი დაიღუპა. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი 2 723 316-მდე გაიზარდა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე 2 586 073 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. რაც შეეხება ბოლო 24 საათს, 7892 პაციენტი გამოჯანმრთელდა“, ნათქვამია ჯანდაცვის მინისტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მსგავსი ინფორმაციები

მევლუთ ჩავუშოღლუ გუშინ ქართველ კოლეგას, დავით ზალკალიანს შეხვდა
საგარეო საქმეთა მინისტრი, მევლუთ ჩავუშოღლუ, გუშინ ქართველ კოლეგას, დავით ზალკალიანს შეხვდა