ჩავუშოღლუ: „ჩვენ ეგვიპტესთან საზღვაო იურისდიქციების შეთანხმებას გავაფორმებთ“

ჩავუშოღლუ: „ჩვენ ეგვიპტესთან საზღვაო იურისდიქციების შეთანხმებას გავაფორმებთ“

1594364
ჩავუშოღლუ: „ჩვენ ეგვიპტესთან საზღვაო იურისდიქციების შეთანხმებას გავაფორმებთ“

საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ თურქეთმა შესაძლოა ეგვიპტესთან საზღვაო იურისდიქციების შესახებ მოლაპარაკებით, ხელშეკრულება გააფორმოს. მან ამის შესახებ სამუშაო ვიზიტით ანკარაში მყოფ, საქართველოს ვიცე-პრემიერ და  საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან ერთად გამართული პრესკონფერენციის დროს განაცხადა.

ჩავუშოღლუმ 18 თებერვალს ეგვიპტის მხრიდან ხმელთაშუაზღვისპირეთში ნავთობისა და გაზის საძიებო სამუშაოებისთვის გამოცხადებული სალიცენზიო ზონები შეაფასა და აღნიშნა, რომ თურქეთი ისედაც აღიარებს ეგვიპტის მიერ გამოცხადებულ სალიცენზიო ზონებს რა, მათი ქვეყნის კონტინენტურ შელფში არ შედის ხსენებული რეგიონი.

ჩავუშოღლუმ ისიც აღნიშნა,, რომ თურქეთი და ეგვიპტე გახლავთ ქვეყნები, რომლებსაც აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში ყველაზე გრძელი სახმელეთი საზღვარი გააჩნიათ და სწორედ ამის ფარგლებში ორ ქვეყანას შორის წარმოებული მოლაპარაკებების საფუძველზე შესაძლოა,  მხარეებს შორის საზღვაო იურისდიქციების შეთანხმებაც გაფორმდეს.



მსგავსი ინფორმაციები