ერდოღანმა ადამიანის უფლებათა ახალი სამოქმედო გეგმა გამოაცხადა

ერდოღანმა ადამიანის უფლებათა ახალი სამოქმედო გეგმა გამოაცხადა

1593613
ერდოღანმა ადამიანის უფლებათა ახალი სამოქმედო გეგმა გამოაცხადა

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ მათი მხრიდან მომზადებული ადამიანის უფლებათა სამოქმედო გეგმის მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი, ერის საჭიროებები და მოთხოვნილებები გახლდათ. პრეზიდენტმა ერდოღანმა ამის შესახებ ანკარაში, ბეშთეფეს კულტურისა და კონგრეს ცენტრში, ადამიანის უფლებათა სამოქმედო გეგმის შესახებ გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა. მისივე თქმით, ამ სამოქმედო გეგმის ორი წლის მანძილზე განხორციელებას გეგმავენ.

პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლის დროს ხსენებული სამოქმედო გეგმის 11 ძირითადი პრინციპიდან სამი ასე ჩამოთვალა.

1- ადამიანი ცხოვრობს თავისი განუყოფელი უფლებებით, რომლებიც თანდაყოლილი აქვს. სახელმწიფოს მთავარი მიზანი და მოვალეობა ამ უფლებების დაცვა და განვითარებაა.

2- ადამიანის ღირსება, როგორც ყველა უფლების არსი, კანონის ეფექტური დაცვაა.

3- განურჩევლად ენის, რასის, ფერის, სქესის, პოლიტიკური ხედვის, ფილოსოფიური რწმენის, რელიგიის, სექტისა და მსგავსი მიზეზებისა კანონის წინაშე ყველა თანასწორია.

პრეზიდენტმა  ადამიანის უფლებათა სამოქმედო გეგმის 9 მიზანი ასე ჩამოთვალა:

1- ადამიანის უფლებების დაცვის უფრო ძლიერი სისტემა

2- სასამართლო დამოუკიდებლობის განმტკიცება და სამართლიანი გასამართლების უფლება

3- იურიდიული პროგნოზირება და გამჭვირვალობა

4- გამოხატვის, ორგანიზაციისა და რელიგიის თავისუფლების დაცვა და განვითარება

5- პირის თავისუფლება და უსაფრთხოების განმტკიცება

6- ადამიანის პირადი ცხოვრების მატერიალური და სულიერი მთლიანობის უზრუნველყოფა

7- საკუთრების უფლების უფრო ეფექტური დაცვა

8- მყიფე ჯგუფების დაცვა და სოციალური კეთილდღეობის განმტკიცება

9- ადამიანის უფლებების შესახებ მაღალი დონის ადმინისტრაციული და სოციალური ცნობიერების ამაღლება



მსგავსი ინფორმაციები