ნიდერლანდების წარმომადგენელთა პალატის გადაწყვეტილებაზე თურქეთმა მწვავე რაქცია გამოხატა

ნიდერლანდების წარმომადგენელთა პალატის გადაწყვეტილებაზე თურქეთმა მწვავე რაქცია გამოხატა

1591085
ნიდერლანდების წარმომადგენელთა პალატის გადაწყვეტილებაზე თურქეთმა მწვავე რაქცია გამოხატა

ნიდერლანდებში წარმომადგენელთა პალატის მიერ ჰოლანდიის მთავრობის მიმართ 1915 წლის მოვლენების გენოციდად აღიარების მოწოდების გადაწყვტილებაზე თურქეთმა მწვავე რაქცია გამოხატა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესპიკერმა, ჰამი აქსოიმ, ნიდერლანდების წარმომადგენელთა პალატაში გუშინ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას წერილობით უპასუხა.

„დღეს (25 თებერვალს) ნიდერლანდების წარმომადგენელთა პალატაში მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც მოუწოდებს მთავრობას 1915 წლის მოვლენები გენოციდად აღიაროს, არის პოლიტიკური მოტივებით ისტორიის გადაწერის უშედეგო მცდელობა... პარლამენტები არ არის ისტორიის წერისა და სასამართლო პროცესის ჩატარების ადგილი. ისინი, ვინც ამ გადაწყვეტილებას ეთანხმებიან, იმის ნაცვლად, რომ ეძებდნენ იმას, რაც სინამდვილეში მოხდა 1915 წელს,  პოპულისტურად ხმებს დასდევენ... მოგიწოდებთ მხარი დაუჭიროთ ისტორიული საკითხის უკეთ გაგების ძალისხმევას. ამ მცდელობების სათავეში დგას ერთობლივი ისტორიული კომისიის შექმნის თაობაზე ჩვენი წინადადება, რომელსაც სომხეთმა დღემდე არ უპასუხა."

აქსოიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნიდერლანდების მთავრობისგან ელიან დაიკაოს ისეთი დამოკიდებულება, რომელიც იცავს კანონის უზენაესობას და დაამატა: ”ჰოლანდიის წარმომადგენელთა პალატა მოწყვეტილია რეალობას, როგორც ეს ბოლო წლების განმავლობაში ხშირად ხდება, უკეთესი იქნება თურქეთის წინააღმდეგ გადაწყვეტილებების მიღების მაგიერ, იბრძოლოს რასიზმის, ისლამოფობიისა და ქსენოფობიის და ასევე დისკრიმინაციული პრაქტიკის წინააღმდეგ, რომელიც მთავრობის გადადგმომამდეც კი მივიდა.“


საკვანძო სიტყვები: #ნიდერლანდი , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები