თურქეთში მასწავლებლების აცრა დღეს დაიწყო
ვაქცინაციის პროცესს სტარტი ჩორუმში მიეცა
1589719

თურქეთის ეროვნული განათლების მინისტრ ზია სელჩუკს, კოვიდ-19 ვაქცინის პირველი დოზა, ცენტრალურ ანატოლიაში მდებარე ქალაქ ჩორუმის დაწყებით სკოლაში გაუკეთდა. სელჩუკის განცხადებით, მასწავლებლების ვაქცინაციის პროცესი, პირისპირი ტრენინგის დაწყებამდე, ე.ი. 1 მარტამდე დაიწყება და მას სტარტი დღეს, ჩორუმის არიფეგაზილის დაწყებით სკოლაში მიეცა, სადაც ვაქცინაციის პირველი დოზა, მასთან ერთად, ხსენებული სკოლის მასწავლებლებსაც გაუკეთდა. მინისტრის განცხადებითვე, პირველად ის პედაგოგები აიცრებიან, რომლებიც 1 მარტიდან პირისპირ გაკვეთილებს დაიწყებენ მოსწავლეებთან და მასწავლებლების ვაქცინაცია წინასწარ შედგენილი სიის მიხედვით, ჯანდაცვის დაწესებულებებშიმოხდება