ქალინმა პიტერ სტანოს "თვითერით" უპასუხა

პრეზიდენტის პრესსპიკერმა, იბრაჰიმ ქალინმა, ევროკავშირის კომისიის სპიკერის, პიტერ სტანოს განცხადებაზე მწვავე რეაცია გამოხატა

1589598
ქალინმა პიტერ სტანოს "თვითერით" უპასუხა

პრეზიდენტის პრესსპიკერმა, იბრაჰიმ ქალინმა, ევროკავშირის კომისიის სპიკერის, პიტერ სტანოს განცხადებაზე, რომელშიც ნათქვამია, რომ თურქეთმა "ადამიანის უფლებებს, კანონის უზენაესობას და თავისუფლებას პატივი უნდა სცეს“ მწვავე რეაცია გამოხატა.

ქალინმა სტანოს „თვითერით“ ინგლისურ ენაზე უპასუხა და აღნიშნა: "ერთხელაც იქნებ შეშფოთებულიყავით ევროკავშირის სიაში შესული ტერორისტული ორგანიზაცია PKK- ს გამო, რომელმაც გარაში სასტიკად მოკლა 13 ადამიანი. თუ ეს პრობლემას შეგიქმნის PKK-ს ლობისთან?"

სტანომ განაცხადა, რომ ხალხთა დემოკრატიკიული სახალხო პარტიის დეპუტატების მიმართ "გაზრდილი ზეწოლის" გამო შეშფოთებულია და რომ თურქეთმა "საჭიროა პატივი სცეს ადამიანის უფლებებს, კანონის უზენაესობას და თავისუფლებას."


საკვანძო სიტყვები: #იბრაჰიმ ქალინი , #პრესსპიკერი

მსგავსი ინფორმაციები