თურქეთი მნიშვნელოვან მინისტერიალს უმასპინძლებს
თურქეთი მნიშვნელოვან მინისტერიალს უმასპინძლებს

თურქეთ-აზერბაიჯან-თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტერიალის მე-5 შეხვედრას თურქეთი უასპინძლებს.
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროდან გავრცელებული ინფორმაციის თქნხმად, თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილე და საგარეო საქმეთა მინისტრი რაშიდ მერედოვი ხვალ თურქეთს ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში თურქეთ-თურქმენეთს შორის ურთიერთობები და რეგიონალური საკითხები იქნება განხილული. სავარაუდოდ, რაშიდ მერედოვს პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანიც მიიღებს. ამავე ინფორმაციით, ხვალ თურქეთს ასევე აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვიც ეწვევა, რომელიც თურქეთ-აზერბაიჯან-თურქმენეთის საგარეო საქმეთა მე-5 მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას. ბაირამოვი ასევე თავის თურქ კოლეგა, ჩავუშოღლუსთანაც გამართავს პირისპირ შეხვედრას. სამმხრვ მინისტერიალზე ქვეყნებს შორის ურთიერთობები, რეგიონალური საკითხები და სამომავლოდ გადასადგმელი ნაბიჯები იქნება განხილული.
მსგავსი ინფორმაციები

ერდოღანმა ადამიანის უფლებათა ახალი სამოქმედო გეგმა გამოაცხადა
ერდოღანმა ადამიანის უფლებათა ახალი სამოქმედო გეგმა გამოაცხადა

ჩანაქქალესა და იზმირის ღია წყლებში 56 თავშესაფრის მაძიებელი გადაარჩინეს
ჩანაქქალესა და იზმირის ღია წყლებში 56 თავშესაფრის მაძიებელი გადაარჩინეს