PKK-ს მხრიდან ვერაგულად მოკლული 13 თურქეთის  მოქალაქისათვის ანკარას სამძიმარს უცხადებებნ

PKK-ს მხრიდან ვერაგულად მოკლული 13 თურქეთის  მოქალაქისათვის ანკარას სამძიმარს უცხადებებნ

1583467
PKK-ს მხრიდან ვერაგულად მოკლული 13 თურქეთის  მოქალაქისათვის ანკარას სამძიმარს უცხადებებნ
abd disisleri.jpg

პაკისტანმა, ერაყში გარას რეგიონში სეპარატისტული ტერორისტული ორგანიზაცია PKK-ს მხრიდან ვერაგულად მოკლული 13 თურქეთის  მოქალაქისათვის ანკარას სამძიმარი გამოუცხადა. საკითხთან დაკავშირებით პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ წერილობითი განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია: „პაკისტანს, ერაყის გარას რეგიონში ტერორისტული აქტის შედეგად, თურქეთის 13 მშვიდობიანი მოქალაქის სასტიკი მკვლელობის ფაქტმა მძიმე დარტყმა მოგვაყენა. პაკისტანი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებული, საზარელი ტერორისტული აქტის მიმართ შეშფოთებას გამოთქვამს და მკაცრად გმობს ამ და სხვა  ტერორიზმის ყველა გამოვლინებას. მოძმე თურქეთის ხალხს, დაღუპულების ოჯახებს  და მთავრობას სამძიმარს ვუცხადებთ და ვუთანაგრძნობთ. პაკისტანი თურქეთის გვერდითაა.“

მეორეს მხრივ საკითხთან დაკავშირებით სამძიმრის წერილები გაავრცელეს, ანკარაში დიდი ბრიტანეთის, აზერბაიჯანის და პაკისტანის ელჩებმაც.

საკითხთან დაკავშირებით შეფასება გააკეთა აშშ-მაც. სახელმწიფო დეპარტამენტმა მომხდარი მკაცრად დაგმო და ნატო-ს წევრ და მოკავშირე თურქეთს სამძიმარი  და თანადგომა გამოუცხადა.



მსგავსი ინფორმაციები