თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე შენთოფი ალბანეთში ვიზიტით იმყოფება

თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე შენთოფი ალბანეთში ვიზიტით იმყოფება

1577710
თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე შენთოფი ალბანეთში ვიზიტით იმყოფება

თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის (პარლამენტის) თავმჯდომარე, მუსტაფა შენთოფი, ალბანეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ტირანაში ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტ ილირ მეტას და პრემიერ-მინისტრს ედი რამას შეხვდა.

ალბანეთის პრეზიდენტის წერილობითი განცხადების თანახმად, პრეზიდენტმა მეტამ განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის შესანიშნავი ურთიერთობებია და მომავალში ეს ურთიერთობები კიდევ უფრო უნდა განვითარდეს და რომ საჭიროა ალბანეთში თურქული ინვესტიციების გაზრდის მიზნით თანამშრომლობა.

”სტრატეგიული პარტნიორობა ნატოს ორ მოკავშირეს შორის, გამოცდილების გაზიარება და ალბანეთსა და თურქეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობა, კვლავ მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენს მშვიდობისა და უსაფრთხოების ერთობლივი ძალისხმევისთვის.“ - განაცხადა პრეზიდენტმა.

მეტამ ასევე მადლობა გადაუხადა თურქეთსა და პრეზიდენტ, რეჯეფ თაიფ ერდოღანს, 2019 წლის ნოემბერში მიწისძვრის შემდეგ სახლებისა და ფიერას საავადმყოფოს მშენებლობის გამო.

შენთოფმა განაცხადა, რომ ალბანეთში მიმდინარე მოვლენებს და ევროკავშირში ალბანეთის გაწევრიანების პროცესში განხორციელებულ ფართო მასშტაბიან რეფორმებს თურქეთი ყურადღებით აკვირდება და ისინი გააგრძელებენ ალბანეთის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის და ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციის მხარდაჭერას.

პრეზიდენტ მეტასთან შეხვედრის შემდეგ შეთოფი ასევე დაესწრო სადილს, რომელიც ალბანეთის პარლამენტის თავმჯდომარემ, გრამოზ რუჩიმ, მისა და მისი დელეგაციის საპატივცემულოდ გამართა.

შენთოფმა აღნიშნა, რომ ბალკანეთის და განსაკუთრებით მეგობარი და მოძმე ალბანეთის სტაბილურობა თურქეთის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია და რომ 509 მილიონი აშშ დოლარის სავაჭრო მოცულობით თურქეთი ალბანეთის სიდიდით მეოთხე სავაჭრო პარტნიორია.



მსგავსი ინფორმაციები