თურქეთში 15 თებერვლიდან სოფლის სკოლებში სწავლა განახლდება
თურქეთში ახალი ტიპის კორონავირუსით ბოლო 24 საათში 124 ადამიანი გარდაიცვალა

თურქეთში ახალი ტიპის კორონავირუსით (კოვიდ-19) ბოლო 24 საათში 124 ადამიანი გარდაიცვალა და ამით დაღუპულთა მთლიანი რიცხვი 26 ათას 117 გახდა.
იმავე პერიოდში ჩატარებული იქნა 141 ათას 703 ტესტირება. დღიური მთლიანი შემთხვევების რაოდენობა 7 ათას 719 არის და აქედან სიმპტომები აღენიშნება და ავად არის 636 ადამიანი.
საავადმყოფოებიდან გაწერილი იქნა 8 ათას 16 ადამიანი, რითაც გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვი 2 მილიონ 370 ათას 431-მდე გაიზარდა.
გუშინ მინისტრთა საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, რომელმაც ისაუბრა ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ, განაცხადა, რომ 15 თებერვლიდან სოფლის სკოლებში სწავლა განახლდება.
მან ასევე აღნიშნა, რომ სხვა რეგიონებში ჩატარდება მზადება 1 მარტიდან მე-8 და მე-12 კლასების სკოლაში დაბრუნებისათვის, ხოლო სხვა საფეხურების მდგომარეობის შესახებ გადაწყვეტილება ეპიდემიის მიმდინარეობის მიხედვით იქნება მიღებული.
მსგავსი ინფორმაციები

პრეზიდენტი ერდოღანი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაემგზავრა
პრეზიდენტი ერდოღანი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაემგზავრა