ეუს-ს პირველი შეკრება ხუთშაბათს გაიმართება
მასზე განიხილება შიდა და საგარეო პოლიტიკის მრავალი ასპექტი

თურქეთის პრეზიდენტის პრეს სამსახურის ცნობით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭო მიმდინარე წელს, პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის თავმჯდომარეობით პირველად ხუთშაბათს, 28 იანვარს შეიკრიბება. ამავე ცნობით, მასზე განიხილება შიდა და საგარეო პოლიტიკის მრავალი ასპექტი, მათ შორის აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში განვითარებული მოვლენები, აზერბაიჯანში, ლიბიასა და სირიაში თურქული არმიის საქმიანობა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა. გარდა ამისა, ამავე შეკრებაზე თურქეთსა და საბერძნეთს შორის ეგეოსისა და აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში საძიებო საქმიანობებში არსებული პრობლემების გადასაჭრელად დაწყებული ხელახალი მოლაპარაკებები და ამ კონტექსტში თურქეთისა და ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის მხრიდან ერთობლივად გადადგმული ნაბიჯებიც შეფასდება. “ამავე შეხვედრაზე ასევე განიხილება ოპერაციები ყველანაირი ტერორისტული ორგანიზაციის, განსაკუთრებით PKK/KCK-PYD/YPG-ს, FETO-ს და დაეშის წინააღმდეგ, ხოლო ამის პარალელურად სხვა რეგიონალურ და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებსაც დაეთმობა ყურადღება,“ აღნიშნულია ამ განცხადებაში
მსგავსი ინფორმაციები

პრეზიდენტი ერდოღანი ქაჰრამანმარაშში იფთრის პროგრამას დაესწრო
პრეზიდენტი ერდოღანი ქაჰრამანმარაშში იფთრის პროგრამას დაესწრო