პრეზიდენტის განცხადებით, გატაცებული მეზღვაურების გათავისუფლების სამუშაოები ინტენსიურად გრძელდება

პრეზიდენტის განცხადებით, გატაცებული მეზღვაურების გათავისუფლების სამუშაოები ინტენსიურად გრძელდება

1570226
პრეზიდენტის განცხადებით, გატაცებული მეზღვაურების გათავისუფლების სამუშაოები ინტენსიურად გრძელდება

პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, ტელეფონით ესაუბრა გემის, რომელსაც ნიგერიის ღია წყლებში თავს მეკობრეები დაესხნენ, კაპიტანს, ფურკან იარენს.

პრეზიდენტის კომუნიკაციების დეპარტამენტის განცხადების თანახმად, ერდოღანმა, რომელიც ყურადღებით ადევნებს თვალყურს ამ თემასთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს, მიიღო ინფორმაცია ეკიპაჟის 3 წევრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომლებიც გადაურჩნენ გაბონში ღუზაჩაშვებულ გემზე თავდასხმას და მათ მალე გამოჯანმრთელება უსურვა.

პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ გატაცებული პერსონალის გათავისუფლების სამუშაოები ინტენსიურად გრძელდება.

ასევე, თურქეთის ელჩი ლიბრევილში, ნილუფერ ერდემ ქაიგისიზი, თურქული კონტეინერების გემ "მოცარტის" გადარჩენილი ეკიპაჟის სამ წევრს შეხვდა.

ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავ გემს, სახელად „მოცარტს“, გუშინ ნიგერიის ქალაქ ლაგოსის სანაპიროდან დაახლოებით 180 მილის დაშორებით თავს დაესხნენ მეკობრეები.

ნიგერიის ქალაქ ლაგოსიდან სამხრეთ აფრიკის ქალაქ კეიპ – თაუნისკენ მიმავალი გემის ეკიპაჟის 19 წევრიდან ერთი, აზერბაიჯანის მოქალაქე, მოკლეს და 15 კი  გაიტაცეს.

ეკიპაჟის გადარჩენილმა სამმა წევრმა გემი გაბონის გენტლის პორტში შეიყვანა და ღუზა ჩაუშვა.



მსგავსი ინფორმაციები