თურქეთმა ნიკოს დენდიასის განცხადება მკაცრად გააკრიტიკა

თურქეთმა ნიკოს დენდიასის განცხადება მკაცრად გააკრიტიკა

1567110
თურქეთმა ნიკოს დენდიასის განცხადება მკაცრად გააკრიტიკა

თურქეთმა, საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ნიკოს დენდიასის უმცირესობების მიმართ თურქეთის კრიტიკა ტრაგიკომიკურად შეაფასა. საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ჰამი აქსოიმ საკითხთან დაკავშირებით გავრცელებულ წერილობით განცხადებაში აღნიშნა, რომ დასავლეთ თრაკიელი თურქი უმცირესობების მიმართ განხორციელებული ასიმილაციისა და რეპრესიების პოლიტიკის მიმართ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ECHR) მიერ 3-ჯერ დამნაშავედ ცნობილი, საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ნიკოს დენდიასის, თურქეთში მცხოვრები ბერძენი უმცირესობის მისამართით მათი ქვეყნის კრიტიკა, ტრაგიკომიკურია.

ჰამი აქსოი განცხადებაში ასევე აღნიშნავს, რომ ბოლო წლებში თურქეთმა მრავალი კონსტრუქციული ნაბიჯი გადადგა მართლმადიდებელი ბერძენი უმცირესობის პრობლემების გადასაჭრელად. რაც შეეხება თრაკიელ თურქების პრობლემის  მიმართ ევროკავშირის წევრი ქვეყანა საბერძნეთის მხრიდან, რომელიც თითქოს და დემოკრატიის ცენტრად ასაღებს თავს, არანაირი წინსვლა არ შემჩნეულა, პირიქით უკუსვლაა.  

საგარეო უწყების პრესსპიკერმა იმაზეც გაამახვილა ყურადღება, რომ ლოზანის საზავო ხელშეკრულების (1923) მიუხედავად საბერძნეთი ხშირად არღვევს დასავლეთ თრაკიელი თურქი უმცირესობების უფლებებს.

ჰამი აქსოი საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ამდაგვარი სასტიკი განცხადების გაკეთების წინ, სარკეში ჩახედვასაც ურჩევს.



მსგავსი ინფორმაციები