თურქეთმა, ნორვეგიაში სეპარატისტული ტერორგანიზაცია PKK-ს პროპაგანდის გამო განცხადება გააკეთა
თურქეთმა, ნორვეგიაში სეპარატისტული ტერორგანიზაცია PKK-ს პროპაგანდის გამო განცხადება გააკეთა

თურქეთმა განცხადება გააკეთა ნორვეგიაში, დედაქალაქ ოსლოში, ჩატარებულ ღონისძიებაზე სეპარატისტული ტერორისტული ორგანიზაცია PKK / PYD / YPG-ს პროპაგანდის გამო.
საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია: ”ოსლოს მუნიციპალიტეტის მიერ მხარდაჭერილი ღონისძიების ფარგლებში, ნებადართული იქნა ე.წ. ქალთა უფლებებთან დაკავშირებული ბანერის ჩამოკიდება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე, რომელიც ემსახურებოდა ტერორისტული ორგანიზაცია PKK / PYD / YPG-ს პროპაგანდას.”
განცხადებაში, დიპლომატიური მცდელობების მიუხედავად, ოსლოს მერიის დაჟინებულ პოზიციას "სამაგალითო" უწოდეს.
„მათ შორის, ვინც PKK-ს ძალადობის შდეგად ყველაზე მეტად დაზარალდა, ქალები არიან. ადამიანის უფლებათა ანგარიშებშიც აღნიშნულია, რომ PKK / YPG არის ტერორისტული და კრიმინალური ორგანიზაცია მისი დანაშაულებებით, რომელშიც ბავშვების გატაცებაც შედის. ამის მაგალითია დიარბაქირელი დედების მოთმაც, რომელთა შვილებიც გაიტაცეს და იძულებით წაიყვანეს ტერორისტულ ორგანიზაციაში. PYD / YPG-ც, რომელიც PKK-ს სირიის განშტოებაა, ასევე არის ქალთა ძალადობის ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პირი. ”-ნათქვამია თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
განცხადებაში ასევე მოთხოვნილია ბოლო მოეღოს ტერორის პროპაგანდას და დამატებულია: ”შევახსენებთ მათ, ვინც ითმენს ტერორიზმს, რომ ეს დაავადება შეიძლება ერთ მშვენიერ დღეს მათაც დაემართოს.”
მსგავსი ინფორმაციები

ჩავუშოღლუ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრს ესაუბრა
ჩავუშოღლუ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრს, ედგარს რინკევიჩს ესაუბრა

ერდოღანი: „შვედეთის მიერ დაწესებული იარაღის ემბარგოს გვერდზე ვერ გადავდებთ“
ერდოღანი: „შვედეთის მიერ დაწესებული იარაღის ემბარგოს გვერდზე ვერ გადავდებთ“