პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი სტამბოლში პრესის წარმომადგენლებს შეხვდა

პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი სტამბოლში პრესის წარმომადგენლებს შეხვდა

1564525
პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი სტამბოლში პრესის წარმომადგენლებს შეხვდა

პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი სტამბოლში პრესის წარმომადგენლებს შეხვდა.

მან, გუშინ გაკეთებულ ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) ვაქცინასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ რაიმე გვერდითი მოვლენა არ არსებობს და რომ მას მეორე დოზას 28 დღის შემდეგ გაუკეთებენ.

იგი თურქეთ-ევროკავშირის ურთიერთობებსაც შეეხო და აღნიშნა: ”1963 წლიდან ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ ჩვენი ურთიერთობების ევროკავშირთან პოზიტიური მიმართულებით წაყვანას. სამწუხაროდ, ევროკავშირმა დღემდე მოცემული პირობები არ შეასრულა. ახლა ჩვენ ახალ პროცესში ვართ. ჩვენი ორმხრივი მოლაპარაკებები ინტენსიურად გრძელდება. ”

თურქეთის მიერ რუსეთისგან S-400 საჰაერო თავდაცვის სისტემების შეძენის გამო აშშ-ს შეშფოთებასთან დაკავშირებით ერდოღანმა განაცხადა: ”არცერთ ქვეყანას არ შეუძლია განსაზღვროს ის ნაბიჯები, რომელსაც გადავდგამთ თავდაცვის ინდუსტრიის მიმართულებით. ეს მთლიანად ჩვენი გადასაწყვეტია. ჩვენ რუსეთთან S400–ების პირველი პაკეტი მოვაგვარეთ. მეორე პაკეტი გრძელდება. თვის ბოლოს რუსეთთან გვექნება მოლაპარაკებები. აქ ბევრ საკითხს განვიხილავთ. ჩვენ არ ვიცით, რას იტყვის (აშშ-ს პრეზიდენტად არჩეული) ბაიდენის ადმინისტრაცია ამ ეტაპზე. ჩვენ სათქმელი გვაქვს. ჩვენ თავდაცვაში ნაბიჯებს არ ვდგამთ ვინმეს ნებართვით. ჩვენ, როგორც ნატოს წევრი ქვეყანა, ვერასოდეს მივიღებთ ნატოში ჩვენთან ერთად მყოფი ქვეყნების მიერ ჩვენთვის მიმართულების მიცემის მცდელობას.“

მისივე თქმით, თურქეთმა საბრძოლო თვითმფრინავების F-35-ის თანხა გადაიხადა, თუმცა აშშ-მა ეს თვითმფრინავები მაინც არ გადასცა და დაამტა: ”ის, რაც ჩვენ აშშ-მა გაგვიკეთა როგორც მოკავშირე ქვეყანას, დიდი შეცდომაა. იმედი მაქვს, რომ (ახალი პრეზიდენტი ჯო) ბაიდენი გადადგამს ბევრად უფრო პოზიტიურ ნაბიჯებს მოლაპარაკებების შემდეგ.”


საკვანძო სიტყვები: #ერდოღანი , #პრეზიდენტი

მსგავსი ინფორმაციები