თურქული სატელიტის გაშვება გადაიდო

გატყორცნის ახალი თარიღი უცნობია

1557591
თურქული სატელიტის გაშვება გადაიდო

 

თურქეთის კუთვნილი მეხუთე თაობის სატელიტის, Türksat/თურქსათ 5A-ს გაშვება გადაიდო. Türksat 5A–ს გაშვება დაგეგმილი იყო აშშ–ის ფლორიდის შტატის, კანავერალის კოსმოსური ბაზიდან და წუხელ უნდა გატყორცნილიყო, მაგრამ, გადაიდო. გადავადების მიზეზი ოფიციალურად ჯერ არ გახმაურებულა. თუმცა, თურქეთის რადიოსა და ტელევიზიის კორპორაციის  (TRT) თანამშრომელს ხელში ჩაუვარდა დოკუმენტი "გატყორცნის დროს ამინდის ვარაუდის შესახებ", რომელშიც ნათქვამია, რომ თურქული სატელიტის გაშვებისას, ჰაერი სქელი და მოღრუბლული ყოფილა და მთავარი მიზეზიც გადავადებისა, ეს შეიძლება იყოს. Turkat-5A, სატელევიზიო მაუწყებლობისა და მონაცემთა საკომუნიკაციო მომსახურებას უზრუნველყოფს თურქეთში, ევროპაში, ახლო აღმოსავლეთში, აფრიკაში, ხმელთაშუა, ეგეოსის და შავი ზღვის გეოგრაფიაში. სატელიტის გატყორცნის ახალი თარიღის შესახებ ჯერ ჯერობით რაიმე ინფორმაცია არ გავრცელებულა



მსგავსი ინფორმაციები