იბრაჰიმ ქალინმა 2020 წელი შეაფასა

იბრაჰიმ ქალინმა 2020 წელი შეაფასა

1555028
იბრაჰიმ ქალინმა 2020 წელი შეაფასა

პრეზიდენტის პრესსპიკერმა და პრეზიდენტის უსაფრთხოების და საგარეო პოლიტიკის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, იბრაჰიმ ქალინმა განაცხადა, რომ თუნდ სირიაში, თუნდ ერაყში ტერორისტული ორგანიზაციების წინააღმდეგ, როგორებიც არიან PKK, PYD/YPG და DEAŞ ბრძოლა  წარმატებით გაგრძელდა.

იბრაჰიმ ქალინმა პრეზიდენტის უსაფრთხოების და საგარეო პოლიტიკის საბჭოს 2020 წელი ვიდეოკონფერენციის მეთოდით შეაფასა.

შეხვედრაზე, ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) წინააღმდეგ ბრძოლაში თურქეთის ჯანდაცვის სტრუქტურის წარმატებულობაზეც იქნა გამახვილებული ყურადღება და ასევე აღინიშნა, რომ ამ თვალსაზრისით თურქეთი მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა რა, ხსენებული პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლა 2021 წლისათვისაც მტკიცედ გაგრძელდება.

შეხვედრაზე, აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში და ლიბიაში წარმოებული პოლიტიკაც იქნა განხილული და აღინიშნა, რომ დასახული მიზნების მისაღწევად იგივე სერიოზულობით გაგრძელდება მომავალ წელშიც რეგიონისადმი პოლიტიკა.

შეხვედრაზე, თურქეთის ეროვნული სუვერენიტეტის წინააღმდეგ 2016 წელს გადატრიალების მცდელობით გამოსული FETÖ-ს საკითხიც იქნა განხილული რა, მის წინააღმდეგ ბრძოლის გაგრძელებაზე გამახვილდა ყურადღბა.

შეხვედრაზე, თურქეთის სამხედრო თვალსაზრისით აზერბაიჯანის გვერდით დგომა და მთიანი ყარაბაღის ომის გამარჯვებაც იქნა განხილული.

შეხვედრაზე, თურქეთის მიერ ბუნებრივი აირის საძიებო სამუშაოები, ეკონომიკურად გარე დამოკიდებულების შემცირების საკითხებიც იქნა განხილული რა, ამის ფარგლებში დიდ ბრიტანეთთან გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაც დეტალურად იქნა განხილული.

შეხვედრაზე, ევროკავშირთან და აშშ-სთან ურთიერთობები და რეგიონალური პრობლემების დიპლომატიური გზით მოგვარება და სხვა მრავალი საკითხიც იქნა განხილული.
 



მსგავსი ინფორმაციები