პრეზიდენტი ერდოღანი: „თურქეთი ყველა დაჩაგრულს და დაზარალებულს იმედს უნერგავს“

პრეზიდენტმა ამის შესახებ პარლამენტში, სამართლიანობის და განვითარების პარტიის (AKP) კანონმდებლების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

1550559
პრეზიდენტი ერდოღანი: „თურქეთი ყველა დაჩაგრულს და დაზარალებულს იმედს უნერგავს“

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი ყველა დაჩაგრულს და დაზარალებულს იმედს უნერგავს. პრეზიდენტმა ამის შესახებ პარლამენტში, სამართლიანობის და განვითარების პარტიის (AKP) კანონმდებლების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„დღეს, როდესაც თურქეთის ხსენება ხდება, სამართლიანობა და ღირსეული საგარეო პოლიტიკა მოსდით აზრად. თურქეთი ყველა ჩაგრულს და დაზარალებულს იმედს უნერგავს. თურქეთის ხსენებაზე, მსოფლიო უსამართლობის წინაშე გამოსვლა მოსდით აზრად. საერთაშორისო ასპარეზზე თურქეთი სამაგალითო ჭადრაკს წააგავს სიმართლის დადგენაში, რომელსაც კონფლიქტისა და ქაოსისგან დაღლილ ადამიანების ბედი  აწუხებს“, განაცხადა ერდოღანმა.  

პრეზიდენტმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს, აზერბაიჯანის მხრიდან, მთიან ყარაბაღში მიღწეულ გამარჯვებასაც შეეხო და აღნიშნა, რომ რეგიონში დაახლოებით 30 წლიან უსამართლო ოკუპაციის დასრულებში თავიანთი წვლილი შეიტანეს.

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, თურქეთის მიმდინარე წელს, ევროპასთან და აშშ-სთან ურთიერთობებსაც შეეხო და აღნიშნა: „ევროპასთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან ჩვენი ურთიერთობების განვითარებისას, ვერასოდეს დავიტოვებთ თურქულ სამყაროს, აზიას, ლათინურ ამერიკასა და აფრიკას. თუმცა, მიუხედავად ჩვენი ძალისხმევისა, 2020 წელი იყო ის წელი, როდესაც ჩვენი ურთიერთობები ევროპასა და აშშ-სთან ხელოვნური დღის წესრიგით შემოწმდა“.

მან ბოლოს ისიც დასძინა, რომ აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთთან და რუსეთთან (S-400-ებთან მიმართებაში) ურთიერთობის საკითხში თურქეთის მიმართ ორმაგი სტანდარტის პოლიტიკა ტარდება.



მსგავსი ინფორმაციები