ომერ ჩელიქი: „PKK-ს ჩრდილოეთ ერაყში განხორციელებული თავდასხმები ქურთების მიმართ მტრობის ნიშანია“
ომერ ჩელიქი: „PKK-ს ჩრდილოეთ ერაყში განხორციელებული თავდასხმები ქურთების მიმართ მტრობის ნიშანია“
თურქეთის მმართველი, სამართლიანობის და განვითარების პარტიის (AKP) პრესსპიკერმა ომერ ჩელიქმა განაცხადა, რომ სეპარატისტული ტერორისტული ორგანიზაცია PKK-ს ბოლოდროინდელი თავდასხმები ჩრდილოეთ ერაყში, ქურთების მიმართ მტრობის ნიშანია. ომერ ჩელიქმა ამის შესახებ გუშინ, პარტიის ცენტრალური კომიტეტის შეხვედრის დასრულების შემდეგ პრესკონფერენციის დროს განაცხად.
„PKK-ს სირიის ფრთა PYD/YPG-ს მხრიდან ერაყის ჩრდილოეთში ადგილობრივ მოსახლეობაზე, განურჩევლად თურქმენების, არაბების თუ ქურთების მიმართ განხორციელებული თავდასხმები, მათ ეთნიკური წარმომავლობის მიმართ მტრული განწყობის ნათელი მაგალითია. ვინც თაყვანს არ სცემს ტოტალიტარულ სტრუქტურას, რომლის დამკვიდრებასაც ცდილობს PKK, ყველას მტრად აღიქვამს. მსგავსი ფაქტები დაფიქსირდა ბოლო დროს ერაყის ჩრდილოეთში ქურთებით დასახლებულ პუნქტებზე. ამრიგად, თურქეთის ბრძოლა PKK-ს ტერორისტული ორგანიზაციის წინააღმდეგ, კაცობრიობის წინააღმდეგ, სიძულვილის დანაშაულის აღმოფხვრას ემსახურება. ამიტო, ჩვენის ქვეყნის მხრიდან ანტიტერორისტული ოპერაციები როგორც PKK-ს ასევე სხვა ტერორისტული ორგანიზაციების მიმართ 24/7 საფუძველზეა აგებული,“ განაცხადა ომერ ჩელიქმა.
მსგავსი ინფორმაციები
6 ოქტომბერს, თურქეთის მასშტაბით პალესტინის მხარდამჭერი მარშები გაიმართება
6 ოქტომბერს, თურქეთის მასშტაბით პალესტინის მხარდამჭერი მარშები გაიმართება