პრეზიდენტი ერდოღანი დღეს ერაყის პრემიერს მიიღებს

პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი დღეს, ერაყის პრემიერ-მინისტრს მუსტაფა ალ-კაზიმის მიიღებს

1547086
პრეზიდენტი ერდოღანი დღეს ერაყის პრემიერს მიიღებს

პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი დღეს, ერაყის პრემიერ-მინისტრს მუსტაფა ალ-კაზიმის, რომელიც თურქეთში ვიზიტით ჩამოვა, დედაქალაქ ანკარაში ოფიციალურ ცერემონიით დახვდება.

პრეზიდენტის კომპლექსში ორმხრივი და დელეგაციებს შორის შეხვედრები გაიმართება.

ვიზიტის დროს, რომელიც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს კიდევ უფრო განავითარებს, განიხილება სეპარატისტული ტერორისტული ორგანიზაციის PKK-ს ერაყში არსებობა და ქაზიმი, სავარაუდოდ, ანკარას მიაწვდის უახლეს ინფორმაციას სინჯარის შეთანხმების შესახებ, რომელიც ითვალისწინებს ერაყში ტერორისტული ორგანიზაციის PKK- ს უკანონო სტრუქტურის აღმოფხვრას.

ვიზიტის დროს განხილული იქნება ორ ქვეყანას შორის არსებული სავაჭრო მოცულობის გაზრდის და თურქული კომპანიების მიერ ერაყში დეაშ-ის ტერორისგან დაზარალებული რეგიონების რეკონსტრუქციის ფარგლებში განხორციელებული საინვესტიციო პროექტები.

ერაყის პრემიერ-მინისტრის ქაზიმის ვიზიტი ანკარაში პირველია მის მიერ თანამდებობის დაკავების შემდეგ.



მსგავსი ინფორმაციები