იბრაჰიმ ქალინმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან შეხვედრა გამართა

იბრაჰიმ ქალინმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან შეხვედრა გამართა

1547023
იბრაჰიმ ქალინმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან შეხვედრა გამართა

პრეზიდენტის პრესსპიკერმა იბრაჰიმ ქალინმა ვიდეო კონფერენცია გამართა დედაქალაქ ანკარაში ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნის ელჩებთან და მისიის წარმომადგენლებთან.

პრეზიდენტის სპიკერის განცხადების თანახმად, შეხვედრის პირველ ნაწილში ქალინმა თურქეთ-ევროკავშირის ურთიერთობებში არსებული ვითარების შესახებ ყოვლისმომცველი შეფასებები გააკეთა და დასძინა, რომ ტერორიზმის, მიგრაციის, ისლამოფობიის, სიძულვილის, რასიზმის, ქსენოფობიის მსგავს საკითხებში და რეგიონალური კრიზისებისგან წარმოქმნილი გამოწვევების წინაშე თურქეთმა და ევროკავშირმა სოლიდარობითა და თანამშრომლობით უნდა იმოქმედონ.

ქალინის თქმით, თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში ახალი თავების გახსნა, (2016 წ. დათარიღებული) რეადმისიის ხელშეკრულების განახლება, საბაჟო კავშირის განახლება და (თურქეთის მოქალაქეების ევროკავშირის ქვეყნებში შესვლისას) სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მსგავს საკითხებზე ევროკავშირის მიერ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმით თურქეთის მოლოდინის დაკმაყოფილებასთან ერთად, თურქეთისათვის, რომელიც 4 მილიონზე მეტ სირიელს იფარებს, ევროკავშირის მიერ აღებული ვალდებულებების შესრულებაა საჭირო.

მან ასევე დასძინა, რომ აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის მშვიდობის ზღვად გადაქცევისთვის თურქეთის მცდელობებს და რეკომენდაციებს ევროკავშირმა მხარდაჭერა უნდა გაუწიოს და მასში თავისი წვლილი შეიტანოს.
ქალინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველა გეგმას, რომელიც კვიპროსელი თურქების უფლებებს იცავს თურქეთი კონსტრუქციული პოზიციით მხარს უჭერს, ხოლო სამხრეთ კვიპროსის ბერძნულ მმართველობას, რომელსაც მშვიდობას არ სურს, ზოგიერთები აჯილდოებენ.

მისივე თქმით, ორ მეზობელ ქვეყანას შეუძლია პრობლემის მოგვარება დიალოგის გზით და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ თურქეთი მზად არის საბერძნეთთან საძიებო მოლაპარაკებებისთვის.

შეხვედრის ბოლო ნაწილში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებმა დასვეს შეკითხვები, გამოთქვეს მოსაზრებები და გააკეთეს შეფასებები, რომ ურთიერთობები მომდევნო პერიოდში პოზიტიური დღის წესრიგით უნდა გაგრძელდეს.



მსგავსი ინფორმაციები