თურქეთში საახალწლოდ დამატებითი შეზღუდვა წესდება

თურქეთში ახალი ტიპის კორონავირუსით ბოლო 24 საათში 229 ადამიანი გარდაიცვალა

1545567
თურქეთში საახალწლოდ დამატებითი შეზღუდვა წესდება

თურქეთში ახალი ტიპის კორონავირუსით (კოვიდ-19) ბოლო 24 საათში 229 ადამიანი გარდაიცვალა და ამით დაღუპულთა მთლიანი რიცხვი 16 ათას 646 გახდა.

იმავე პერიოდში ჩატარებული იქნა 204 ათას 289 ტესტირება. დღიური მთლიანი შემთხვევების რაოდენობა 29 ათას 617-ია და აქედან სიმპტომები აღენიშნება და ავად არის 5 ათას 64 ადამიანი.

საავადმყოფოებიდან გაწერილი იქნა 28 ათას 164 ადამიანი, რითაც გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვი 631 ათას 944-მდე გაიზარდა.

ამავდროულად კაბინეტის შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ განცხადებაში პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ქუჩაში გასვლა 31 დეკემბერს დაიწყება 21.00 საათზე და გაგრძელდება 4 იანვრის დილის 05.00 საათამდე.  



მსგავსი ინფორმაციები