აქტუალური თემის ანალიზი 50

გარდამტეხი მომენტი თურქეთ-ევროკავშირის ურთიერთობებში

1543677
აქტუალური თემის ანალიზი 50

 

 

ბოლო კვირეების განმავლობაში ევროკავშირსა და თურქეთს შორის დაძაბულობის გაზრდამ, სერიოზული ეჭვები გამოიწვია მათ შორის  ურთიერთობების ფორმირების მომავლის საკითხში. ახლა ამ თემაზე გთავაზობთ SETA/სეტას უსაფრთხოების კვლევის ცენტრის დირექტორის, პროფესორ მურატ იეშილთაშის ანალიტიკურ სტატიას, რომელშიც იგი წერს:

თურქეთ-ევროკავშირს შორის მრავალი უსიამოვნო მოვლენას აქვს ადგილი, რაც ხშირი დაძაბულობის საბაბი ხდება. დიდი ხანია რაც თურქეთი დამოუკიდებელ საგარეო-პოლიტიკურ აქტივობას იჩენს, განსაკუთრებით ლიბიაში, სირიასა და აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში, რაც შეშფოთებას იწვევს დასავლეთში და ანკარის ასეთმა, ე.ი. დასავლეთისგან დაუკითხავმა პოლიტიკამ, ძალზედ შეაწუხა ხსენებულ რეგიონში მრავალი დასავლელი მოთამაშე. ისინი ვერ ეგუებიან, განსაკუთრებით ლიბიასა და აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში თურქეთის ჩარევას და მის პრეტენზიებს აქ მოძიებული ბუნებრივი რესურსების თანაბრად განაწილების საკითხში

დაბოლოს, რამდენიმე დღის წინ, ხმელთაშუა ზღვაში თურქეთის დროშის ქვეშ მცურავ სავაჭრო კერძო გემზე, საერთაშორისო სამართლის საწინააღმდეგოდ, ბერძენი და გერმანელი სპეცრაზმელების მხრიდან ირინის სახელწოდების ერთობლივი ოპერაციის ჩატარებამ, ანკარის მოთმინების ფიალა აავსო, ვინაიდან ეს ოპერაცია უკანონოდ და არასამართლიანად განხორციელდა. ამით ბრიუსელმა ცხადად აჩვენა თავისი ნამდვილი სახე და უარყოფითი დამოკიდებულება თურქეთის მიმართ. უფრო მეტიც, ევროკავშირმა ამ ოპერაციით ისე აჩვენა თურქეთი, თითქოს და ის ყოფილიყოს რეგიონში ყველანაირი პრობლემისა და გამოწვევის მიზეზი. თანაც ეს იმ დროს ხდება, როცა ერდოღანი ხმამაღლა აცხადებს, რომ თურქეთი ევროპის ნაწილს წარმოადგენს.  ამან ანკარის მხრივაც მრავალი კითხვის ნიშანი გააჩინა, ამიტომაც ახლა ყურადღება ევროკავშირის ლიდერების სამიტზე იყო გადატანილი.

მართალია თურქეთის პარტნიორობის პერსპექტივაში ნაწილობრივი კომპრომისი არსებობს ორგანიზაციის წევრებს შორის, თუმცა, არავითარი პრაქტიკული თანხმობა არ არსებობს იმაში, თუ როგორი პოლიტიკა უნდა აწარმოოს ევროკავშირმა თურქეთის მიმართ. ანტუთურქული პოლიტიკის მეთავეები ორგანიზაციაში არიან საფრანგეთი, საბერძნეთი, სამხრეთ კვიპროსის ბერძნული ადმინისტრაცია. ათენის ხელმძღვანელობა, ანკარის ხმელთაშუაზღვის პოლიტიკის დასაბალანსებლად, ბრიუსელს  თურქეთის მიმართ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს. საფრანგეთიც აშკარად არ არის თურქეთის მეგობარი ევროკავშირში. მაკრონის თქმით, თურქეთი რეგიონში მთავარ და სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ამიტომაც, ლიბიიდან დაწყებული სირიით დამთავრებული, ყველა ამ საგარეო პოლიტიკურ საკითხში, მაკრონი მხოლოდ ანკარას  ხედავს თავის მეტოქედ და კონკურენტად. ანტი-თურქული ფრონტის მხრიდან ევროკავშირის მიდგომას თურქეთთან მიმართებაში, არ აქვს სრული იდენტიფიკაციის შესაძლებლობა, რადგან, ისეთ ქვეყნებს, როგორებიც არიან გერმანია, ესპანეთი, იტალია, პორტუგალია და მალტა, არ ემხრობიან თურქეთის მთლიანად დაკარგვას, ვინაიდან თურქეთი მათთვის არა მხოლოდ ეკონომიკურ, არამედ ევროპის მთლიანად უსაფრთხოებისათვისაც დიდ რეგიონალურ ძალას წარმოადგენს. გარდა ამისა, თურქეთი არალეგალური მიგრაციის საკითხშიც ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს და სირიელები მთელს ევროპას რომ არ მოედვნენ, ამას სწორედ ანკარას უნდა უმადლოდნენ

ევროკავშირში კიდევ ერთ სერიოზულ პრობლემას გამოიწვევს თურქეთის მიმართ სანქციების დაწესება, რადგან, მისგან გამოწვეული დანაკარგებისა და ხარჯების ანაზღაურებას არ აპირებს გერმანია. ამიტომაც ბრიუსელის სამიტიდან არ ელიან მკაცრი სანქციების დაწსებას და ალბათ სავარაუდოდ კვლავ გამაფრთხილებელ რეზოლუციას გამოიტანენ, თანაც მასში ალბათ მხოლოდ აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის საკითხზე იქნება საუბარი.

აი ამ ყველაფრის მიუხედავად, თურქეთმა, ევროკავშირის სამიტის წინ მათ დიალოგის დაწყებისკენ მოუწოდა. პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ ის ემხრობა პრობლემებზე დიპლომატიისა და მოლაპარაკებების გზით საუბარს და ისეთი შეთანხმების მიღებას, რომელიც დააკმაყოფილებს და სარგებელს მისცემს ყველა მხარეს. სწორედ მის ჩარჩოებში წარუდგინა ევროკავშირს ახალი საგზაო რუკა, რომელიც პრიორიტეტს ანიჭებს მხოლოდ დიალოგს და დიპლომატიას, ხოლო ამისათვის კი ევროკავშირს რეგიონული კონფერენციის ჩატარების წინადადებაც შესთავაზა, რაზედაც ბრიუსელს ჯერ არ მიუცია დადებითი პასუხი.

საბოლოო ჯამში, ევროკავშირისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია თურქეთთან არსებული პრობლემების მოგვარება. ამასთან ერთი რამ ცხადია, თურქეთის გარეშე ევროკავშირი ვერ გახდება მნიშვნელოვანი საერთაშორისო მოთამაშე. უფრო მეტიც, ისეთ გარემოში, როდესაც თურქეთი გამოცხადებულია მტრად, ევროკავშირი ვერ შეიმუშავებს რაიმე სერიოზულ რეგიონალურ პოლიტიკასაც. ამიტომ ევროკავშირმა ახლიდან უნდა გადახედოს თავის ანტითურქულ პოლიტიკას და ანკარასთან ურთიერთობების ახალი ფორმა უნდა შექმნას, რამეთუ საბერძნეთისა და სამხრეთ კვიპროსის ტყვეობაში მყოფი ევროკავშირი, თუ არ განთავისუფლდება მათი მარწუხებისგან, თურქეთის მიმართ სამართლიან სტრატეგიას ვერასოდეს ვერ გამოიმუშავებს, წერს SETA/სეტას უსაფრთხოების კვლევის ცენტრის დირექტორი, პროფესორი მურატ იეშილთაში

P.S. გუშინ საღამოს დასრულებულ ევროკავშირის ლიდერთა ბრიუსელის  სამიტზე, საფრანგეთისა და საბერძნეთის დაჟინების მიუხედავად, თურქეთის მიმართ სანქციები არ დაწესდა. საბოლოო დეკლარაციაში კი ხაზი გაესვა ევროკავშირის სტრატეგიული ინტერესების გაფართოებას თურქეთთან ურთიერთობებში

 

 



მსგავსი ინფორმაციები